ზიდანმა ზაფხულის სამი მეგატრანსფერი დაგეგმა

იმ შემთხვევაში, თუ ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მწვრთნელად ზაფხულის შემდეგ დარჩება, კლუბში რამდენიმე ტოპ ფეხბურთელი გადავა...


პოლ პოგბა

ფრანგი ფეხბურთელი ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს და სეზონიდან სეზონამდე ამტკიცებს, რომ უმაღლესი კლასის ნახევარმველია. პოლი ზიდანს ძალიან მოსწონს, ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ პოგბა ზინედინს უდიდეს პატივს სცემს და შეთავაზების გაკეთების შემთხვევაში დედაქალაქში გადაბარგების დიდი შანსი არსებობს. პოგბას საყიდლად „რეალს“ დაახლოებით 70 მილიონ ევროს გამოყოფა მოუწევს.

ედენ აზარი

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი, რომელიც „რეალის“ ახალ მწვრთნელს ძალიან მოსწონს უკვე დიდი ხანია უკმაყოფილეობას გამოხატავს ინგლისში და სიტუაციის შეცვლა სურს. ფლორენტინო პერესმა „არისტოკრატებს“ 100 მილიონიანი წინადადება უკვე გაუკეთა, მაგრამ პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დავიდ ალაბა

აშკარაა, რომ მარსელოს შეცვლა გუნდში ძალიან გაჭირდა. ალვარო არბელოა კატასტროფულ ფორმაშია, დანიელ კარვახალსა და დანილოს კი მარცხნივ ისეთივე ეფექტური თამაში არ შეუძლიათ, როგორც მარჯვნივ. დავიდ ალაბა ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი განაპირა მცველია, რომელიც განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გუნდი მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს გამოყოფს. dle 10.1

  • Hala
  • 6 იანვარი 2016
  • 10151
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)