ბენიტესის სტატისტიკა ლა ლიგაზე

გთავაზობთ რაფაელ ბენიტესის სტატისტიკას ლა ლიგაზე...


მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა როგორც მოგეხსენებათ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ხოლო მის თანამდებობაზე ლეგენდარული ფრანგი მოთამაშე ზინედი ზიდანი დანიშნა.

გთავაზობთ უკვე ყოფილი მწვრთნელის სტატისტიკურ მონაცემს ლა ლიგაზე. იტალიელმა სპეციალისტმა პირველივე ტურიდან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სეგუნდა დივიზიონიდან შემოსულ "სპორტინგ ხიხონთან" 0:0 ითამაშა. ამის შემდეგ "ბლანკოსმა" თამაში გამოასწორა. ბენიტესის გაწვრთნილი გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, მართალია მათ 10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა ამ შეხვედრებიდან მე-10 ტურისთვის 7 გამარჯვება დანარჩენში კი ფრე ქონდათ. მე-10 ტურისთვის "რეალს" 24 ქულა ქონდა, ხოლო შემდეგ კი დაიწყო კატასტროფული შედეგები. "მადრიდულმა გიგანტმა" წააგო როგორც "სევილიასთან" ისევე "ბარსელონასთან" და ორ მატჩში 7 გოლი გაუშვა. მე-12 ტურიდან კვლავ აღიდგინა გუნდმა ძალები და მომდევნო 3 თამაში გამარჯვებით გააგრძელა. ამ პერიოდში სატურნირო ცხრილში ქულათა სხვაობა ოდნავ შემცირდა, ხოლო მე-15 ტურში "ვილიარეალთან" გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელიც კი იყო სხვაობის 2 ქულამდე დაყვანა. ყველა მოელოდა "ბლანკოსის" გამარჯვებას, თუმცა ხალხის იმედები არ გამართლდა და "რეალმა" 1:0 წააგო. შემდეგ ტურებში მადრიდელებმა კვლავ გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო იმ მომენტში როდესაც შესაძლებელი იყო 2 ქულამდე დაყვანა ქულების გუნდმა "ვალენსიასთან" ფრე 2:2 ითამაშა. საბოლოო ჯამში რაფაელ ბენიტესის მონაგარია 37 ქულა, ანუ 18 თამაშიდან 11 გამარჯვება, 3 წაგება და 4 ფრე.

კლუბის გატანილი გოლების რაოდენობა ტოლია 40-ის, ხოლო გაშვებულის კი 19. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა რაფაელ ბენიტესის მწვრთნელობის პერიოდში ლა ლიგაზე მიიღეს 33 ყვითელი ბარათი, ხოლო 2 კი წითელი. "ბლანკოსის" წინააღმდეგ გუნდებმა მიიღეს 55 ყვითელი, ხოლო 4 წითელი ბარათი.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ რაფაელ ბენიტესის თავკაცობის პერიოდში კლუბი მართალია შეხვედრებს ნაკლებად აგებდა, თუმცა უმეტესად ფრეს თამაშობდა რის გამოც 7-ჯერ დაკარგა 3 ქულის მოპოვების შანსი და ამ ყველაფერს პერესის მიღებული გადაწყვეტილება მოჰყვა. წარმატებები ზინედი ზიდანს და იმედია სასურველ შედეგს მიაღწევს!!! dle 10.1

  • welcome
  • 5 იანვარი 2016
  • 2362
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)