შარშან „რეალმა“ ლა ლიგაში 8-ჯერ წაიბორძიკა, წელს კი უკვე 7-ჯერ

ის, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალი“ შარშან მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა მხოლოდ მითია და სხვა არაფერი, თანაც იმ ფონზე, რომ წლევანდელი კოლექტივის შარშანდელთან შედარება დიდი სისულელეა...


ანალიტიკოსებმა სტატისტიკას გადახედეს.

მადრიდის „რეალმა“ შარშან 92 ქულას მოუყარა თავი და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ბარსელონას.“

შარშანდელი სეზონი დედაქალაქში უნაყოფოდ შერაცხეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 38 ტურში „ბლანკოსმა“ 30-ჯერ გამარჯვება მოიპოვა, 2-ჯერ ფრეს დასჯერდა და 6-ჯერ დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა მხოლოდ 8-ჯერ წაიბორძიკა.

ახლა კი რა ხდება? ბენიტესის მმართველობაში „მერენგებმა“ უკვე 7-ჯერ წაიბორძიკეს და მე-18 ტურს თავზე, მხოლოდ 11 გამარჯვებას მოითვლიან, დანარჩენი 7 შემთხვევაში კი 3-ჯერ წააგეს და 4-ჯერ ფრეს დასჯერდნენ.

ლა ლიგაში 20 ტურია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდს 92 ქულის მოპოვების მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ აქვს. იმ შემთხვევში, თუ „ბლანკოსი“ ყველა მატჩს მოიგებს 97 ქულას დააგროვებს, მაგრამ ამ ზღაპრის ალბათ პატარა მადრიდისტებსაც არ სჯერათ.

ერთადერთი ასპექტი, რითიც ბენიტესს შეუძლია იამაყოს გატანილი გოლების რაოდენობაა, მაგრამ აქაც აღსანიშნავია, რომ „რეალი“ მხოლოდ „მალაგას“ და მსგავსი დონის გუნდებს უტანს, საშუალო დონის კოლექტივებთან კი თავს ვერაფრით გვამახსოვრებს. dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2016
  • 2909
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)