რამოსი:„ძალიან ცუდი მდგომარეობაა“

სერხიო რამოსმა „მესტალიაზე“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველივე წუთიდან სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოდით, მაგრამ გარემოებათა გამო გამარჯვება ვერ შევძელით, რაც ძალიან სამწუხაროა. შეხვედრა ინტენსიური და პროდუქტიული გამოდგა.“

„აშკარას ცუდი მდგომარეობაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. „ბარსელონამ“ დაკარგული ქულებით კარგი შანსი მოგვცა, რომლის გამოუყენებლობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებს.“

„ბურთის ფლობა აშკარად ჩვენ გვქონდა, თამაშის სადავეები ხელთ ვიგდეთ და ვკომბინირებდით, მაგრამ არაერთი ხარვეზი შეიქმნა.“

„ვალენსიელთა წინააღმდეგ „მესტალიაზე“ თამაში ძალიან რთულია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც 10 კაცით ასპარეზობ. ინტენსივობა სწორედ მაშინ დავკარგეთ, როდესაც არბიტრმა კოვაჩიჩს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა. გაცილებით მეტი სირბილი მოგვიწია.“

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დროის უმოკლედ მონაკვეთში შევძელოთ რეაბილიტირება. წლის უარყოფითი შედეგით დაწყება რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ თუ მოვეშვით უარეს შედეგებს მივიღებთ.“

„მსაჯის შეფასებებისგან თავს შევიკავებ. მეც ვთვლი, რომ ბეილის მომენტში 100%-იანი თერთმემეტრინი იყო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2016
  • 2738
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)