ბენიტესი:„მოთმინების უნარი დიდი ჯილდოა“

რაფაელ ბენიტესმა პრესკონფერენცია გამართა...


„მოთმინების უნარი ძალიან დიდი ჯილდოა, რომელიც ადამიანს აქვს ბოძებული. ვისურვებდი, რომ 2016 წელს მშვიდად მუშაობის და საკუთარი გეგმების განხორციელების საშუალება მომეცეს.“

„ნახევარდაცვაში სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ისკოსა და ხამეს როდრიგესის გამორჩევა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ისინი ერთ პოზიციაზე თამაშობენ და დიდი კონკურენციის დაძლევა უწევთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი გუნდური სულისკვეთებაა. მადრიდის „რეალში“ თამაშობდნენ სანტილიანი, კამაჩო და სხვა ლეგენდები, მაგრამ მთავარი ყოველთვის კოლექტიური წარმატება იყო და არა ინდივიდუალური. ჩემი ფეხბურთელები 100%-ით იხარჯებიან და ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონ, ვარჯიშებზე მთავარი იდეოლოგია სწორედ ეს გახლავთ.“

„რატომღაც თამაშის დროს გარკვეული პრობლემები გვექმნება, რის გამოც გოლს ვუშვებთ და დამატებით ხარვეზებს ვაწყდებით. მადრიდის „რეალმა“ მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე უნდა ჩაატაროს. ვიხსენებ, „ვილიარეალთან“ დაპირისპირებას, სადაც თითქოს ყველაფერი დავალაგეთ, მაგრამ უცებ ქაოსი შეიქმნა და არასასურველი შედეგი მივიღეთ.“

„რთული მატჩი გველის, ვინაიდან „ვალენსია“ საშინაო არენაზე ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. „მესტალიაზე“ ქომაგები სამაგალითოთ იქცევიან. გასვლა „სან მამესზე“, გასვლა „პარიზში“ და ასე შემდეგ. ჩვენ გასვლაზე საკმაოდ ეფექტურები ვართ და ეჭვი არ მეპარება, „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით.“

„ვალენსიური კლუბი და ქალაქი ჩემთვის ისტორიასთან ასოცირდება, ამ კლუბს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი.“

„წარმატების გასაღები ინტენსიური თამაში იქნება, სხვაგვარად მოგებაზე ვერ ვიფიქრებთ. აუცილებელია წინდახედულად ვაგორავოთ ბურთი და ვეცადოთ, მეტოქეს საკუთარი ფეხბურთი შევთავაზოთ. აუცილებელია ორივე ტაიმის ერთ დონეზე ჩატარება.“

„ხამეს როდრიგესი სერიოზული ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და საქმეში ჩაერთო. კოლუმბიელი ფეხბურთელი ნამდვილად დიდ დახმარებას გვიწევს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომატება შეუძლია.“

„ჩემი მოვალეობა ფეხბურთელების მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაა. გუნდი მაღალ დონეზე მოემზადა და ვალენსიაში ვიზიტისთვის მზად არის. მთელი კოლექტივი გაემგზავრება ამ ქალაქში და მაქსიმუმს გაიღებს იმისათვის, რომ 3 ქულა ჩაიწეროს აქტივში.“

„ზეწოლა? ეს ბუნებრივია, მაგრამ „მესტალია“ ჩემთვის უცხო არ არის. დარწმუნებული ვარ, იქაური ქომაგები თბილად მიმიღებენ. „ღამურების“ ფეხბურთელები ენთუზიაზმით და ინტელექტით სავსენი არიან, ისინი გულშემატკივრებს ლამაზ ფეხბურთს შესთავაზებენ.“

„შანსი ყველას ეძლევა, მათ შორის ისკოს, მაგრამ ესპანელს ვერ შევპირდები, რომ ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება, მის გარდა კოლექტივში 24 ფეხბურთელი მყავს, რომელიც სასტარტოსთვის იბრძვის. იქნება მატჩები, სადაც ალარკონი ძირითადი მოგვევლინება.“

„ეს მატჩი მიმდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოინათლა. ეჭვი არ მეპარება, დიდი ინტერესი იქნება, ვინაიდან ერთმანეთს დიდი გუნდი შეეჯიბრება.“

„ფეხბურთელთა თამაშის ხარისხს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყოველთვის ის თერთმეტეული უნდა აირჩიო, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველა მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე დგას, მაგრამ მთავარია როგორ კომბინირებენ ისინი ერთმანეთში და როგორ ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 იანვარი 2016
  • 5433
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)