„რეალი“ როისს მიუბრუნდა

როგორც სჩანს, მადრიდის „რეალი“ შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს...


ფლორენტინო პერესს მარკო როისი არ დავიწყებია. გერმანელი ფეხბურთელის მომავალი კვლავაც ბურუსით არის მოცული, მას ხშირად უკავშირებდნენ „ბარსელონას“ და მადრიდის „რეალს“, მაგრამ საბოლოოდ ბუნდესლიგაში დარჩა.

ექსპერტების აზრით, „ბლაგურანა“ მარკოს არ დაიმატებს, ვინაიდან მისი ადგილი კლუბში არ არის. სუარესის, მესისა და ნეიმარის ტრიოს დაშლა ნამდვილად დიდი სისულელე იქნება.

ალბათ ანალოგიურის თქმა შეიძლება BBC-ზეც, მაგრამ ფაქტია, რომ მადრიდული ტრიო მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და როისის დამატებით შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარკოს შეუძლია როგორც რონალდუს, ასევე ბეილის შეცვლა, თუმცა არც ბენზემას შეცვლას ითაკილებს, ვინაიდან ცენტრ-ფორვარდად თამაშის გამოცდილებასაც ფლობს.

როისის ამჟამინდელი ფასი 50-იდან 60 მილიონ ევრომდე მერყეობს. dle 10.1

  • Hala
  • 2 იანვარი 2016
  • 3945
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)