ბენიტესი:„გამარჯვებაში რონალდუ დაგვეხმარა“

რაფაელ ბენიტესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა...


„ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და თითქმის მთელი მატჩის მანძილზე სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია. ფეხბურთელებს ვულოცავ კარგი მატჩის ჩატარებას და გამარჯვებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქტივში სამი ქულა ჩავიწერეთ და კმაყოფილნი ვართ.“

„მეორე ნახევარში გაცილებით უფრო ეფექტურები ვიყავით.“

„მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში რონალდუმ პენალტი გააფუჭა, მან ლიდერობა იტვირთა და დუბლის შესრულება შეძლო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავისი ბრწყინვალე რეაქციებისა და შრომის საფუძველზე გუნდს გაამარჯვებინა.“

„გუნდს 3 გოლზე მეტის გატანა შეეძლო, ვინაიდან სწორხაზოვნად უტევდა და დაცვაზე საერთოდ არ უფიქრია. მეორე ნახევარი მართლაც ძალიან მომეწონა. ბურთის ფლობა? აშკარაა, რომ მთავარი ეს არ არის. პირველ ნახევარში ბურთი სულ ჩვენ გვქონდა, მაგრამ მომენტი ნაკლები იყო, მეორე ტაიმში ბურთის ფლობაზე მეტად შეტევები გვახასიათებდა.“

„კოვაჩიჩი თამაშში ზუსტად იმ დროს ჩავრთე, როდესაც საჭირო იყო. ხორვატმა ფეხბურთელმა გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.“

„ბასკებთან ვიმარჯვეთ, მაგრამ წინ მძიმე მატჩი გვაქვს. ვიმედოვნებ, „ვალენსიასთან“ აგრესიულ ფეხბურთს ვითამაშებთ და გამარჯვებას მოვიპოვებთ.“

„ზოგადად, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ გუნდის ელფერი და აუცილებლად დავიცვათ ის ბალანსი, რომელიც საჭიროა. ინდივიდუალური თვალსაზრისით, შეტევითი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები მყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მცველების დახმარება არ შეუძლიათ.“

„გილოცავთ 2016 წელს და ვიმედოვნებ, რომ ეს წელი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ტიტულების მოსაგებად და ქომაგების გულების გასახარებლად.“

„გუნდი სათამაშო სტილს ხშირად ცვლის. ყოველთვის მომწონდა 4-2-3-1 და 4-4-2 სქემები, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან პოპულარული და მიმზიდველია, თუმცა მთავარი ყოველთვის სურვილი და დამოკიდებულებაა, რომელიც დღეს გუნდმა აჩვენა.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 დეკემბერი 2015
  • 5003
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)