ბენიტესი:„გათავისუფლებისთვის მზად ვარ, სიმშვიდეს ვინარჩუნებ“

რაფაელ ბენიტესმა პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, სადაც გამარჯვება აუცილებელია. ვიმედოვნებ, „ბერნაბეუ“ გაივსება და 2015 წლის ბოლო მატჩში მხურვალე ქომაგობა იქნება. მათი როლი ნამდვილად უდიდესია.“

„გათავისუფლება? ამისთვის მზად ვარ, სიმშვიდეს ვინარჩუნებ და სამუშაოს ვაგრძელებ. ახალ წელს ოჯახთან ერთად აღვნიშნავ, მაგრამ ეს ყველაფერი ხანმოკლე იქნება, რადგან სამუშაო ბევრია.“

„ჩემსა და ფლორენტინოს შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს, გუნდში ჩემი ადგილი მაქვს, რომელსაც ბოლომდე ვაცნობიერებ.“

„ვიცი როგორ ხდება ფეხბურთელთა კონცენტრირება, უკვე მრავალი წელია დიდ ფეხბურთში ვარ და ანალიზის გაკეთება ნამდვილად ძალმიძს. კონკრეტულ მომენტში გადაწყვეტილებას მიღება ნამდვილად არ მეშლება.“

„ვესაუბრე პრეზიდენტს, მან მხარდაჭერა აღმითქვა და „სოსიედადთან“ წარმატება მისურვა.“

„ყველანაირად ვეცდებით, მეტოქეს ინტენსიური ფეხბურთი შევთავაზოთ და მაქსიმალურად სწრაფად გავიტანოთ.“

„რამდენიმედღიანი შვებულება გამოვიყენე და ინგლისისკენ ავიღე გეზი, არ ვიცი და არც მაინტერესებს რას წერს ესპანური პრესა, საიდანაც ხშირად მოდის კრიტიკა.“

„ჩვენ უნდა მოვიგოთ ტიტულები.“

„მანიპილირება ძალიან ხშირია. არაერთი ინფორმაცია გრძელდება იმის შესახებ, რომ ვერმოგების შემთხვევაში გამათავისუფლებენ და ასე შემდეგ, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ. ჩვენ გვჭირდება მტკიცე ნერვები, სიმშვიდე და გაგება, ეს არის წარმატების საწინდარი და არა მუდმივი შფოთვა.“

„არის შემთხვევები, როდესაც გუნდი დიდი სანახაობის ხარჯზე იმარჯვებს, ასევე არის მომენტები, სადაც გაჭირვებით ვიგებთ, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.“

„რაფაელ ვარანი და დანი კარვახალი? ორივე მოთამაშე ბრუნდება და გუნდს დახმარებას გაუწევს, 2016 წლიდან მათ 100%-იანი დატვირთვის მიღება შეეძლებათ.“

„ვერ ვისაუბრებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამაზე კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 დეკემბერი 2015
  • 6602
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)