12 თვე და 12 განსხვავებული პრობლემა

2015 წელი დასასრულს უახლოვდება, "რეალმა" საკმაოდ მძიმე 12 თვე გადაიტანა.


2014/2015 წლების სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა მადრიდის "რეალისთვის". თითქოსდა ყველაფერი კარგად იწყებოდა ახალ სეზონშიც, მაგრამ მოულოდნელმა პრობლემებმა სძლიეს თეთრების მიზნებს და გუნდი არაფრის გარეშე დარჩა.
მაშ ასე, "სამეფო კლუბის" არც ისე სამეფო 2015 წელი:

იანვარი: ყველაფერი კარგად დაიწყო. გუნდმა 22 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაიწერა აქტივში, მოიგო საკლუბო მუნდიალი, კლუბის ვარსვლავმა კი მორიგი "ოქროს ბურთი" აღმართა. ამის შემდეგ კი ყველაფერი გაუარესდა.. მერენგებმა ჯერ "მესტალიაზე" დაკარგეს ქულები, შემდეგ კი საკუთარ კედლებში მეზობელ "ატლეტიკოსთან" ფრე ითამაშეს.

[video]https://www.youtube.com/watch?v=uLH8yqv-Ees[/video]
[video]https://www.youtube.com/watch?v=VpRa5Ph-aYU[/video]

თებერვალი: "სამეფო კლუბი" თანაქალაქელებთან განადგურდა, თუმცა ამ ყველაფერმა კრიშტიანუ რონალდუს ხელი არ შეუშალა, რომ თავისი დაბადების დღე თანაგუნდელებთან ერთად აღენიშნა.

[video]https://www.youtube.com/watch?v=7DFFCmBFD78[/video]

[video]https://www.youtube.com/watch?v=DY6OS7o9B5Q[/video]

მარტი: გუნდი ჩ/ლიგაზე გერმანულ "შალკეს" დაეჯახა, ისინი "ბერმაბეუზე" სათამაშოდ ჩამოდიოდნენ, "თეთრებს" უპრობლემოდ უნდა მოეპოვებინათ გამარჯვება, თუმცა ერთი ჩვეულებრივი საღამო მადრიდელებისთვის, ლამის კოშმარად გადაიქცა.

[video]https://www.youtube.com/watch?v=CjEtOuHXwV0[/video]

აპრილი: ამ თვის ყველაზე დამამახსოვრებელი მომენტი, ალბათ ყველასთვის, "ატლეტიკოს" კარში ჩიჩარიტოს მიერ გატანილი გოლია, რომელმაც გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ამ ყველაფერს დაემატა ლუკა მოდრიჩის ტრავმა და ვარაუდი, რომ ის სეზონის ბოლომდე იუქმებდა.

[video]https://www.youtube.com/watch?v=bI6HvHRz4Ro[/video]

მაისი: მადრიდის "რეალის" აღზრდილმა ფეხბურთელმა, ალვარო მორატამ მისი ყოფილი გუნდი ჩ/ლიგის მიღმა დატოვა.

[video]https://www.youtube.com/watch?v=DEeNqvacBfA[/video]

ივნისი: პრესაში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ გუნდს შემდეგი სეზონიდან რაფა ბენიტესი ჩაიბარებდა. გარდა ამისა გავრცელდა ხმები, რომ სერხიო რამოსსა და კლუბის პრეზიდენტს შორის ცუდი ურთიერთობა იყო და ამის გამო გუნდის ვიცეკაპიტანი "რელს" დატოვებდა.

ივლისი: კლუბი დატოვა იკერ კასილასმა, რომელიც 25 წლის განმავლობაში თამაშობდა "რეალის" მაისურით. მან გამოსამშვიდობებელი სიტყვები "ბერნაბეუს" პრეს-ოთახში წარმოთქვა.. ამის შემდეგ ის წავიდა..

აგვისტო: ეს თვე დიდად არ გამოირჩევა რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტით. სატრანსფერო საუბრები, სხვადასხვა ჭორები და ა.შ

სექტემბერი: ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ გუნდში დავიდ დე ხეა გადმოსულიყო, თუმცა, როგორც გაირკვა, "რეალის" ხელმძღვანელობამ დროულად ვერ გადააგზავნა საჭირო საბუთები ინგლისში, რის გამოც ტრანსფერი ვერ განხორციელდა, მეორე ვარიანტის მიხედვით კი, საბუთები დროულად იქნა გაგზავნილი, მაგრამ ინგლისურმა მხარემ დაიგვიანა.

ოქტომბერი: ბენიტესის პირველი დიდი მატჩი "ატლეტიკოსთან" ფრე დასრულდა, რამაც, რაღა თქმა უნდა, ქომაგის უკმაყოფილება გამოიწვია.

[video]https://www.youtube.com/watch?v=GDkiz2thjsU[/video]

ნოემბერი: ალბათ, ყველაზე საშინელი თვე. ყველაფერი ბენზემას "დაპატიმრებით" დაიწყო, ამ ყველაფერს დაემატა "სევილიასთან" მარცხი, საბოლოოდ კი, ნოემბრის თვე კატალონიელების მიერ "რეალის" განადგურებით დაგვირგვინდა.

[video]https://www.youtube.com/watch?v=64OjJyqh_uM[/video]
[video]https://www.youtube.com/watch?v=yHevqy5-xoE[/video]

დეკემბერი: "რეალი" ესპანეთის თასის მიღმა დარჩა, რადგანაც "კადისთან" მატჩში ითამაშა და ასევე გოლი გაიტანა დისკვალიფიცირებულმა დენის ჩერიშევმა. საბოლოოდ, გუნდმა "რაიოსთან" 10:2 ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მიუხედავად იმისა, სტადიონზე სტვენა და სხვადასხვა შეძახილები ისმოდა.

[video]https://www.youtube.com/watch?v=1zMZorsB2e0[/video]

ვეცადე 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები ამომეკრიბა. პირადად მე, რა თქმა უნდა, გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ და ვიმედოვნებ, რომ 2016 შედარებით უკეთესი იქნება. 2015 წლის შეფასება კი თქვენთვის მომინდია. dle 10.1

  • Whitegirl
  • 28 დეკემბერი 2015
  • 4819
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)