ძალიან მალე ბენიტესს გაათავისუფლებენ

Cadena Ser, AS, marca და კიდევ ძალიან ბევრი ესპანური გამომცემლობა იუწყება, რომ ბენიტესს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.


როგორც ჩანს პერესს მობეზრდა ეს ყველაფერი მიუხედავად ბრწყინვალე გამარჯვებისა 10-2 რაიოს წინააღმდეგ ფლორენტინომ როგორც იქნა გადაწყვიტა, რომ ბენიტესი ზიანის მომტანია კლუბისთვის.

როგორც გამომცემლობები იუწყებიან რაფაელ ბენიტესის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მომდევნო მატჩში რეალ სოსიედადის წინააღმდეგ აღარ მოგვევლინება მთავარი მწვრთნელის რანგში.

პერესმა გააანალიზა სიტუაცია და გადაწყვეტილება მიიღო. მან გაითვალისწინა რა ისკოს, ხამესის, რონალდოს, კროოსისა და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელის მდგომარეობა და ამჯობინა ბენიტესს შეელიოს ვიდრე დიდი განხეთქილება მოხდეს გუნდში.

ასევე გამალებული მუშაობა მიმდინარეობს მაურინიოსთან. ფლორენტინოს სურს რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას პორტუგალიელ სპეციალისტთან, რადგანაც როგორც ცნობილი გახდა ჟოზეს შეთავაზება წითელი ეშმაკებისგანაც აქვს.

ამ მომენტისთვის ზიდანის კანდიდატურას არ მიიჩნევენ მართებულად რადგანაც თვლიან, რომ მას კიდევ სჭირდება დრო და გამოცდილება.

მადრიდელები ყველაფერს აკეთებენ რათა უახლოეს დღეებში მოხდეს მაურინიოსთან შეთანხმება, რადგანაც მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება ბენიტესის დათხოვნა.

ფლორენტინო მიიჩნევს რომ მაურინიოს ბოლომდე არ ამოუწურია საკუთარი თავი და მას შესწევს ძალა გუნდს ტიტულები მოაგებინოს. ასე, რომ შესაძლოა უახლოეს საათებშიც გადაწყდეს ყველაფერი. dle 10.1

  • tskito
  • 23 დეკემბერი 2015
  • 3237
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)