პელეგრინი ფიქრობს–ათამაშოს, თუ არა გუტი სასტარტო შემადგენლობაში ?!

მადრიდის "რეალმა" დიდი ფიასკო განიცადა "ბილბაოში", ბასკებმა მეტოქე 1–0 დაამარხეს. იმ შეხვედრის ერთ–ერთი ანტიგმირი მარსელო ჟუნიორი გახლდათ, გასული შეხვედრებისგან განსხვავებით, როდესაც იგი გუნდის ლიდერობასაც კი იღებდა თავის თავზე, მან ბასკებთან საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. გავიხსენოთ "ვალენსიასთან", "ვალიადოლიდთან", "ვილიარეალთან" და "ხეტაფესთან" გამართული მატჩები, ამ თამაშებში საუკეთესოდ გამოიყურებოდა ბრაზილიელი შემტევი, მაგრამ ხშირად ჰქონდა ჩავარდნებიც–"სევილიასთან" და "ატლეტიკთან". მანუელ პელეგრინის სწორედ მარსელოსა და გუტის შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, თუ რომელი მათგანი დააყენოს "მალაგასთან" სასტარტო შემადგენლობაში?!


"ჩილელის დიდი სურვილია, რომ მადრიდის "რეალის" ძირითადი შემადგენლობა ახალგაზრდა ფეხბურთელებით იყოს დაკომპლექტებული. მე მას არანაირად არ ვეწინააღმდეგები, რადგან სამეფო კლუბს ახალი სისხლი და ახალგაზრდა ტალანტები სჭირდება. თუ საჭირო გახდა, მე წავალ "ინტერში", მიუხედავად იმისა რომ "ბლანკოსი" ყველაზე ძალიან მიყვარს და ამ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ."–განაცხადა გუტიმ ერთ–ერთი ვარჯიშის ბოლოს.

გუტიმ ლა ლიგაში მხოლოდ 390 წუთი ითამაშა და ორი გოლის გატანა მოახერხა. სამეფო თასზე 45 წუთი დაჰყო მოედანზე, ისიც ავადსახსენებელი "ალკორკონის" წინააღმდეგ. ესპანელმა ჩემპიონთა ლიგაზეც გამართა ერთი შეხვედრა "ციურიხის" წინააღმდეგ, იმ თამაშში მან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა. "ბილბაოში" ძალიან მოტივირებული ჩავიდა გუტიერესი, მან მოედანზე მხოლოდ 35 წუთი დაჰყო, ამის მიუხედავად გუნდს იმდენი სარგებლობა მოუტანა, რაც ბევრმა მადრიდისტამ მთელი შეხვედრის განმავლობაში ვერ მოახერხა...

პელეგრინის ერთი შანსი აქვს, მან გუტი შემტევ ნახევარმცველად უნდა ათამაშოს და რიკარდო კაკას შეუწყვილოს. მარცხენა ფლანგს კრიშტიანო და არბელოა გააკონტროლებენ. მარჯვენა ფლანგი კი სერხიო რამოსს და კარიმ ბენზემას ჩაბარდებათ. ცენტრალური ნახევარდაცვა ხაბი ალონსოს და ლასანა დიარას მმართველობის არეალში იქნება. ეს ერთადერთი და საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რასაც ჩილელი მიიღებს. რა თქმა უნდა, თუ იგი გუტის ადგილსაც ხედავს მადრიდის "რეალში". მას არჩვანის გაკეთება მარსელოსა და ესპანელ ნახევარმცელს შორის მოუწევს...


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 18 იანვარი 2010
  • 1631
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)