პერესი:„ზიდანის მწვრთნელობა გადაწყვეტილია, მაგრამ ახლა არა“

ფლორენტინო პერესი Cadena Ser-მა მიიწვია, პრეზიდენტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა...


„მადრიდის „რეალს“ ყველა პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეები ჰყავს.“

„პირადად მე თითოეულ მოთამაშესთან ინტენსიური კავშირი და კარგი ურთიერთობა მაქვს.“

„არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს.“

„კასილიასზე არბელოას შორის უთანხმოება ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ეს კლუბიდან არასდროს გასულა. ესპანურმა დუეტმა თავად მოაგვარა გაუგებრობა.“

„კარიმ ბენზემა მშვიდი და გაწონასწორებული ფეხბურთელია, მას მშვიდობა სურს და არა ისეთი არეულობა, როგორიც ამჟამად სუფევს ფრანგი ფეხბურთელი არ არის ვალდებულები ბავშვობის მეგობრების გამო რამეზე აგოს პასუხი, მე მისი მჯერა და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.“

„არის საუბრები იმის შესახებ, რომ „ფიფა“ ჩვენს დასჯას და სატრანსფერო სანქციების დაკისრებას აპირებს, მაგრამ „რეალს“ არავითარი ხარვეზი არ აქვს.“

„ჩერიშევის საქმეზე კვლავ ჩვენ პოზიციაზე ვდგავართ. სამწუხაროდ, „ბლანკოსის“ ინტერესის გატარება ვერ მოხდა, თუმცა დამტკიცდა, რომ დენისისთვის არავის არაფერი შეუტყობინებია.“

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. შესაძლოა, ვიაქტიუროთ.“

„კრიშტიანო რონალდუმ არაერთხელ განაცხადა, რომ მადრიდში ბედნიერია და კომფორტულად გრძნობს თავს. ვფიქრობ, დარჩება.“

„ვესაუბრე ალ ჰელაიფის, „პსჟ“-ს პრეზიდენტმა პირდაპირ მითხრა, რომ რონალდუსთან არანაირი მოლაპარაკებები არ აქვს.“

„პიკეს სიტყვებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.“

„მადრიდის „რეალს“ მეტი ინტენსივობა და აქტიურობა სჭირდება.“

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაფაელ ბენიტესს სამეფო კლუბის წარმატებაში წვლილის შეტანა შეუძლია. საბჭო ფიქრობს, რომ ესპანელი სპეციალისტი ტიტულებს მოიგებს.“

„ძალიან ბევრი ექსპერტი გვაძლევს რაფაელის დათხოვნის რეკომენდაციას, მაგრამ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ბენიტესს დროს აძლევს.“

„2015 წელი მადრიდული გუნდისთვის საშინელი აღმოჩნდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე წარმატების შემდეგ გუნდმა ღირებული ვერაფერი შექმნა.“

„მოურინიო? გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ ეტაპზე პორტუგალიელის ადგილს დედაქალაქში ვერ ვხედავ.“

„ზიდანი მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი აუცილებლად გახდება, ეს გადაწყვეტილია, მაგრამ როდის მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით, ის „კასტილიაში“ კარგად მუშაობს.“

„არ ვნანობ ანჩელოტის გაშვებას. იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა.“

„რაული? მას შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ დროებით დასვენება არჩია.“

„ვადასტურებ, ლევანდოვსკის აგენტი მადრიდში მართლაც იმყოფებოდა, მაგრამ მას სხვა მისია ჰქონდა, ღვინის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.“

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გარეთ ბეილი გუნდს გამოადგა. უელსელი ფეხბურთელი ძალიან ძლიერია და ყოველთვის ცდილობს გუნდის დახმარებას. გარეთს მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, რაც სხვა ფეხბურთელებს მეტ თავისუფლებას აძლევს.“

„ვისენტე დელ ბოსკე კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ მწვრთნელებს აქვთ გარკვეული დრო, როდესაც ისინი მაქსიმუმს აღწევენ, შემდეგ კი კოლექტივს ტოვებენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 დეკემბერი 2015
  • 5158
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)