ფეხბურთელებმა საშობაო ვახშამი გამართეს, ბენიტესი კი არ მიიწვიეს

გამოცემა „ას“-ი დღის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც მადრიდის „რეალის“ გუშინდელ ვახშამს ეხება...


საქმე ის არის, რომ მადრიდის „რეალის“ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი (ტონი კროოსის გარდა, ოჯახური მიზეზების გამო), გუშინ საღამოს, რესტორანში შეიკრიბა და საშობაო ვახშამი განახლდა.

ეს ტრადიცია გუნდს უკვე მრავალი წელია აქვს. მთავარი კი ის არის, რომ შეგირდებთან ერთად ყოველთვის არიან მთავარი მწვრთნელები, მაგრამ წლევანდელი წელი გამონაკლისი აღმოჩნდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ვახშამმა მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის გარეშე ჩაიარა, ვინაიდან მოთამაშეებმა ის არ დაპატიჟეს.

გუშინ რესტორან ერთგვარ პიკეტირებას უკეთებდნენ ჟურნალისტები, რათა რაიმე სახის ინფორმაცია არ გამორჩენოდათ, ასევე მოუთმენლად ელოდნენ რაფა ბენიტესს, მაგრამ ამაოდ.

წლის ბოლოს მსგავსი პრეცენდენტი მადრიდისტებს არ ახსოვთ.

ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ აფიქრებინებს ქომაგებს, რომ გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა და ბენიტესს მალე მიუთითებენ კარისკენ. dle 10.1

  • Hala
  • 17 დეკემბერი 2015
  • 4189
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)