ჟოან–მიჩელი:"ბენზემა დიდი ძალაა"

როგორც მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი და ლიონის "ოლიმპიკი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაუპირისპირდებიან. ესპანურ და ფრანგულ გუნდს შორის საკმაოდ თბილი და მეგობრული დამოკიდებულებაა. ამას მიჩელის სტუმრობაც ადასტურებს–"სანტიაგო ბერნაბეუზე". დღეს დილით "ოლიმპიკის" პრეზიდენტი მადრიდს ეწვია, ფრანგს მასპინძლობა კარიმ ბენზემამ, ფლორენტინო პერესმა და "ბლანკოსის" სხვა წარმომადგენლებმა გაუწიეს. განსაკუთრებული სიყვარულით ბენზემა და მიჩელი მიეგებნენ ერთმანეთს, როგორც იცით ეს ორი ადამიანი დიდი ხნის მეგობრები და ყოფილი თანამოძმეები არიან.


ჟოან–მიჩელი:"ბენზემა დიდი ძალაა"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფრანგ სტუმარს "სანტიაგო ბერნაბეუს" შემოგარენი და მთლიანად ქალაქი დაათვალიერებინა. მადრიდით მოხიბლული მიჩელი ჟურნალისტებს კარიმ ბენზემაზე ესაუბრა:"კარიმით უამრავი გრანდი ინტერესდებოდა, მაგრამ მან ბავშვობის ოცნება აისრულა და სამეფო კლუბში გადმობარგდა. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, ის ყოველთვის იძახდა, რომ "ბლანკოსში" იასპარეზებდა, მაგრამ მაშინ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა... დღეს ყველა კარგად ხედავს, თუ სად თამაშობს–მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კლუბში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, საწადელს აუცილებლად მიაღწევს."
ჟოან–მიჩელი:"ბენზემა დიდი ძალაა"

"როდესაც ფლორენტინო პერესი საფრანგეთს ბენზემას ტრანსფერის თაობაზე ეწვია, კარიმმა მასთან შეხვედრის უფლება მთხოვა. მისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან კარგად ვიცოდი მისი ამბიციების და პოტენციალის შესახებ... ჩემი აზრით, ბენზემა ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია. პერესთან საუბრის შემდეგ კარიმმა ბოდიში მომიხადა და კიდევ ერთხელ მთხოვა, რომ მიმეცა მადრიდში წასვლის უფლება. კარგად ვიცოდი, თუ როგორ უჭირდა მშობლიური "ლიონის" დატოვება, მაგრამ ამასთან ერთად თავის მომავალ კარიერაზეც ზრუნავდა. მე მისი იმედი დღესაც მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება."
ჟოან–მიჩელი:"ბენზემა დიდი ძალაა"

აულასმა ინტერვიუს ბოლოს ეს სიტყვები წარმოთქვა:"კარიმს ახალ კლუბთან და საერთოდ სიახლეებთან შეგუება უჭირს, მაგრამ თუ ერთხელ აუღო ალღო მისი შემჩერებელი აღარ მოიძებნება..." ჯერ–ჯერობით ბენზემა ისევ ადაპტაციის პროცესშია, იგი ვერა და ვერ ახერხებს სამეფო კლუბში ფეხის მოკიდებას. "ბილბაოში" თამაშიც ძალიან გაუჭირდა, დაბნეულად და დაძაბულად გამოიყურებოდა, მაგრამ ფეხბურთის სპეციალისტები მის პროფესიონალიზმში დარწმუნებულები არიან და კარიმს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ჟოან–მიჩელი:"ბენზემა დიდი ძალაა"

ამის შემდეგ თვითონ ბენზემასა და მიჩელს შორის შედგა ძალიან თბილი საუბარი. მცირედი კომენტარი ბენზემამაც გააკეთა:"ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ, რომ მომეცა ამ ბრწყინვალე ადამიანის და ერთგული მეგობრის ხილვა. სწორედ მისი დამსახურებაა, ახლა მადრიდის "რეალში", რომ ვთამაშობ."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 17 იანვარი 2010
  • 2262
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)