"კასტილიას" ბრწყინვალე გამარჯვება

გუშინ საღამოს, "რეალ მადრიდ კასტილიამ" ანგარიშით 5–2 გაანადგურა "რასინგის" მეორე გუნდი. მადრიდისტები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის მოედანზე დიდი სპექტაკლი გაიმართა, სადაც მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა და ეს იყო–მადრიდის "რეალი".


პირველი ტაიმის დასასრულს, 39–ე წუთზე როდრიგომ "თეთრები" დააწინაურა... ახალგაზრდა ფეხბურთელი ფლანგიდან შეიჭრა და შესანიშნავი დარტყმით მეტოქის კარის ბადე პირველად შეარხია.

"კასტილიას" ბრწყინვალე გამარჯვება

49–ე წუთზე "კასტილიას" მართლაც საუკეთესო ფეხბურთელმა პაბლო სარაბიამ სუპერ–გოლი გაუტანა "რასინგს" და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 12 წუთის შემდეგ სარაბიას გოლს გარის ულამაზესი თავური დარტყმა მოჰყვა და მადრიდელთა მეტოქე საბოლოოდ გატყდა.
"კასტილიას" ბრწყინვალე გამარჯვება

მასკერამ 73 წუთზე კიდევ ერთხელ გაისროლა და "თეთრების" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ორი წუთიც არ იყო გასული და მეხუთე გოლი სამუსგან მიიღო "რასინგმა"... მადრიდელთა მეტოქე მხოლოდ შეხვედრის დასარულს მოეგო გონს და ორი გოლის გატანა მოახერხა. თავი ხუანფრანმა და კოფინმა გამოიჩინეს.
"კასტილიას" ბრწყინვალე გამარჯვება


სასტარტო შემადგენლობები

კასტილია–ადანი, ველაიოსი, ნაჩო, გარი, მარკოს ალნსო, ფრან რიკო, მასკერა, ლუის ერნანდესი, სარაბია, კრისტიანი და როდრიგო.

რასინგი–პაბლო, გონსალო, ბორხა, ნანდო, ხუანლუ, ესპოლიტა, გუიტი, ხუანი, რობერტო, რეიესი და ეუსებიო.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 17 იანვარი 2010
  • 1594
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)