რონალდუ:„არსად წასვლას არ ვაპირებ, „რეალში“ ვრჩები“

კრიშტიანო რონალდუმ შესრულებული პოკერის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„პიროვნულ დონეზე ძალიან კმაყოფილი ვარ, ვინაიდან რეკორდი გავაუმჯობესე, მართლაც საოცარი შედეგი ვაჩვენე. თითოეულ ფეხბურთელმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს და შედეგი სახეზეა. ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ.“

„მას შემდეგ, რაც „ელ კლასიკოში“ სამარცხივნოდ დავმარცხდით, ზედიზედ 5 გამარჯვება მოვიპოვეთ, თანაც აშკარაა, რომ მატჩიდან მატჩამდე ვპროგრესირებთ, გუნდი სწორ გზაზე დგას და მაქსიმუმს უნდა მიაღწიოს.“

„ბენიტესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებს. არ ვიცი, რატომ უსტვენდა „ბერნაბეუ“ მთავარ მწვრთნელს მაშინ, როდესაც გუნდს უკვე 5 გოლი ჰქონდა გატანილი. ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს ენდობა და დროს აძლევს.“

„ოქროს ბურთი? სასიამოვნოა, რომ სამეულში მოვხვდი. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მთელი წლის მანძილზე ვცდილობდი გოლების გატანას და გუნდის დახმარებას.“

„ბლანთან საუბარი? ეს მხოლოდ სპეკულაციებია, მადრიდის „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და არსად წასვლას არ ვგეგმავ, მადრიდში თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ, წასვლას არ განვიზრახავ.“

„მოურინიოს და კასილიასის დაპირისპირება? ვფიქრობ, ეს არა ინდივიდების, არამედ „ჩელსისა“ და „პორტუს“ პაექრობა იქნება.“

„მადრიდში მეშვიდე სეზონი მაქვს, 2009 წლიდან მოყოლებული მაქსიმალურად ვიხარჯები ადგილობრივი კლუბის წარმატებისთვის, მე ნამდვილად სუფთა ისტორია მაქვს „ბლანკოსის“ რიგებში.“

„ბენზემა გენიალური მოთამაშეა, მან არაერთი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.“

„ჩერიშევს მთელი გუნდი მხარს უჭერს, რუსი ფეხბურთელი ზეწოლის ქვეშ არის.“

„სამეფო თასი? მჯერა, რომ ასპარეზობას გავაგრძელებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 დეკემბერი 2015
  • 11239
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)