ბენიტესი:„გუნდი სწორ გზაზე დგას“

რაფაელ ბენიტესმა „მალმიოსთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მეგონა, რომ სანტიაგო „ბერბანეუზე“ გასულ ორკესტრს ვუყურებდი, რომელიც თითოეულ ბგერას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ეჭვი არ მეპარება, ქომაგები ბედნიერები არიან. სწორ გზაზე ვდგავართ, აღებული ტემპი არ უნდა დავაგდოთ და წარმატებაზე ვიფიქროთ.“

„ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ. ზედიზედ 5 დაპირისპირება მოვიგეთ და ყველა მათგანში ბევრი გოლი გავიტანეთ, დღევანდელი დღე კი ნამდვილად კულმინაცია იყო. ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლის გატანა არცერთ მეტოქესთან არ არის იოლი.“

„კრიშტიანო რონალდუს ვულოცავ. მე მჯერა პორტუგალიელი ფეხბურთელის, ის საოცრად ნაყოფიერი იყო და თამაშობდა, როგორც თანაგუნდელებზე, ასევე საკუთარ თავზე. კარიმ ბენზემას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და ვიხილეთ ულამაზესი დარტყმა თავით.“

„კარიმმა საკუთარ თავს აჯობა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფრანგი ფორვარდი ძალიან ახლოს არის ოპტიმალურ კონდიციასთან. „ცხრიანი“ შესანიშნავად უგებს თანაგუნდელებს და ბოლო დაპირისპირებებში გოლების აურაცხელ რაოდენობას იტანს.“

„ეჭვი არ მეპარება, მომდევნო ტურებში გუნდი კვლავ ნაყოფიერად ითამაშებს და ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც დღეს და წინა პაექრობებში. „ვილიარეალს“ დიდ პატივს ვცემთ და ვთვლით, რომ მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს მათ დასამარხებლად. მიმდინარე თვე მატჩებითაა დახუნძლული, ჩვენ კი 100%-იანი შედეგი უნდა ვაჩვენოთ.“

„პეპეს დასვენების საშუალება მივეცით, რადგან მისი თამაშის საჭიროება აღარ არსებობდა. უნდა გავითვალისწინოთ მისი ასაკი.“

„ჩერიშევს პატივს ვცემ, ის ყოველთვის მზად არის, მოედანზე შევიდეს და გუნდს დაეხმაროს.“

„ხამეს როდრიგესს პოზიციას ვერასდროს განუსაზღვრავ. კოლუმბიელი მოთამაშე იქ არის, სადაც გუნდს სჭირდება. როდრიგესი უნივერსალია და მოედანზე თავისუფლება უყვარს, მას ნამდვილად შეუძლია ეფექტური თამაში. დღეს შესანიშნავი იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 დეკემბერი 2015
  • 1976
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)