ფეხბურთელთა შეფასებები

იხილეთ ფეხბურთელთა შეფასებები "ბილბაოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ...


იკერ კასილასი–6 გოლი გაუშვა, მაგრამ მისი ბრალი არ ყოფილა. საერთო ჯამში ბევრი საქმე არ ჰქონია.

სერხიო რამოსი–6 შეხვედრა საშინლად დაიწყო, მაგრამ დარჩენილ დროში ყველაფერი გამოასწორა. მისი ფლანგიდან შეტევები ფაქტიურად არ წარმართულა.

რაულ ალბიოლი–6 ლორენტეს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ერთი შეცდომა დაუშვა და ისიც გოლად დაუჯდათ მადრიდელებს.

ეზეკილ გარაი–5 გაშვებულ გოლში მასაც მიუძღვოდა წვლილი, მთელრიგ ეპიზოდებში ნერვებს ვერ თოკავდა და ბევრ შეცდომას უშვებდა.

ალვარო არბელოა–7 ეს ფეხბურთელი ყველაზე კარგად პროგრესირებს. არც ერთი შეცდომა არ დაუშვია არც დაცვაში და არც შეტევაში...

ლასანა დიარა–6 საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა, მაგრამ რამდენჯერმე უხეშად შეცდა.

ხაბი ალონსო–7
ირაისოს ერთი–ორჯერ ბრწყინვალედ დაურტყა, მაგრამ ბასკმა გოლკიპერმა კარიერაში ერთ–ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. საკუთარ გუნდში გამოირჩეოდა.

კრიშტიანო რონალდო–6 რამდენჯერმე კარგად გაისროლა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.

რიკარდო კაკა–6 ერთი 100%–იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. საერთო ჯამში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

მარსელო–4 არ იყო მისი საუკეთესო შეხვედრა, მაგრამ არც არაფერი გაუფუჭებია მოედანზე.

კარიმ ბენზემა–6.5 ფრანგი საკუთარ გუნდში გამოირჩეოდა, ორჯერ ძალიან რთული მდგომარეობიდან მოახერხა დარტყმა, მაგრამ ძალიან სახიფათოდ. ერთხელ ძელმა იხნსა მეტოქეის კარი, მეორედ ირაისოსმა.


შეცვლაზე შემოსულები

გუტი–6 დიდი დრო არ ჰქონდა, მაგრამ შემოსვლიდანვე დაატყო გუნდს საკუთარი ხელი. თანაგუნდელებს ჩვეულად ბრწყინვალე გადაცემებით ამარაგებდა.

რაული–შეფასების გარეშე

გრანერო–შეფასების გარეშე


ინფორმაციის წყარო: Goal.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 17 იანვარი 2010
  • 2818
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)