ბენიტესი: „რამოსი „ვილიარეალთან“ დაბრუნდება“

რაფაელ ბენიტესმა „მალმიოსთან“ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.


მეორე ნახევარში გუნდი არასახარბიელოდ ასპარეზობს: „ბოლო 2 შევხედრა ერთმანეთისაგან განსხვავდება.ჩვენ ზედიზედ 4 გამარჯვება მოვიპოვეთ და ვფიქრობ, შთამბეჭდავი ბურთაობით გამოვიჩინეთ თავი.რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ხერხდება ინტენსიურობის შენარჩუნება.„ხეტაფეს“ წინააღმდეგ საწყის 45 წუთში მოვიპოვეთ 3 ქულა და ბუნებრივია, ძალების დაზოგვა დავიწყეთ, რამეთუ წინ რთული შეხვედრები გველოდება.სეზონის განმავლობაში საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ და აუცილებლად ვეცდებით ამის გამეორებას.“

„რამოსი უკეთესად გრძნობს თავს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შევიყვანეთ.არ გამოვრიცხავ, რომ „ვილიარეალთან“ იასპარეზოს.“

„ვგონებ, როტაციისათვის სათანადო მომენტია.ჩვენ ნებისმიერ შემადგენლობით, გამარჯვებისათვის უნდა გამოვიდეთ მოედანზე.გამომდინარე იქედან, რომ პრიმერაში რთული მეტოქე გვყავს, „მალმიოსთან“ დასვენების საშუალებას მივცემ რამდენიმე მოთამაშეს.“

„ტრავმირებული ფეხბურთელები ბრუნდებიან და ცხადია, მათ ესაჭიროებათ გარკვეული პერიოდი, რათა გუნდის რიტმს მხარი აუბან.ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ხვალინდელ მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს ვერ მივცემ.განაცხადში მხოლოდ მარკოს ლორენტე შეიყვანე, რომელიც, პრინციპში, პირველი შემადგენლობის წევრად ითვლება.კმაყოფილნი ვართ მარტინ ოდეგარის გარჯით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებლად უნდა მოვიგოთ მომავალი თამაში.“

„დარწმუნებულნი ვართ საკუთარ სიმართლეში და ვიმედოვნებთ, სააპელაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ჩერიშევის საქმესთან დაკავშირებით.“

„ვერ გეტყვით, დენისს მიეცემა სათამაშო წუთები თუ არა.ამ ეტაპისათვის, სხვა მოთამაშეები უფრო იმსახურებენ შანსს.მან მუშაობა უნდა გააგრძელოს.“

„საბედნიეროდ, გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ დადგომა.ბეილი მარცხენა მცველად? ამაზე არ ვფიქრობთ.“

ლუკას ვასკესი: „არიან ფეხბურთელბი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და მათთვის საჭირო არ არის მესიჯების გაგზავნა.ამასთანავე, არიან მოთამაშეები, რომლებიც კარგად ვარჯიშობენ, უსმენენ მწვრთნელის დარიგებებს და პროფესიულ ზრდას განაგრძობენ.“

რობერტ ლევანდოვსკი: „ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ გაუმართლებლად მიმაჩნია ტრანსფერებზე საუბარი.“

BBC თუ MSN: „ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არ იქნება სამართლიანი ფეხბურთელების შედარება.„რეალის“ შემტევი ტრიოს შესაძლებლობები ყველსათვის არის ცნობილი.სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში, ტრავმიანობის გამო, ხშირად არ უწევდეთ ერთად თამაში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ისეთივე პერფორმანს შემოგვთავაზებენ, როგორიც „ხეტაფეს“ წინააღმდეგ იყო.“

„ბენზემა დიდებულად გადაადგილდება მოედანზე.ის სხვა ფორვარდებს დიდ დახმარებას უწევს.“

AS dle 10.1

  • Nodarii
  • 7 დეკემბერი 2015
  • 2609
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)