ბენიტესი:„BBC-მ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები“

რაფაელ ბენიტესმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...


„არაერთხელ მითქვამს, რომ კარიმ ბენზემა გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენდა. უამრავი პრობლემის მიუხედავად, ფრანგი მოთამაშე ამტკიცებს, რომ ბრყწინვალე ფორვარდია და ნებისმიერი დაცვის ხაზისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა.“

„პირველი 45 წუთის მანძილზე ძალიან ინტენსიურად ვთამაშოდით, რაც ტაბლოზეც აისახა. მეორე ნახევარში რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ ინიციატივა დავთმეთ. ალბათ ამისთვის არავინ გაგვკიცხავს, ვინაიდან გუნდს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა და ძალები დაზოგა.“

„სამეფო კლუბი საშინაო არენაზე კონკრეტული მიზნით გავიდა. ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. თითოეულ შეგირდს მადლობას ვუხდი და ბედნიერი ვარ.“

„კარიმ ბენზემას დღეს თამაში ძალიან სურდა და სასტარტოში დავაყენე. ფრანგმა მოთამაშემ ბრწყინვალედ იასპარეზა.“

„სასტვენები? ჩვენ პატივს ვცემთ გულშემატკივრებს.“

„დანილოს შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ვფლობ. იმედი მაქვს, ბრაზილიელს განსაკუთრებული არაფერი სჭირს. განაპირა მცველი ჩვენი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.“

„მარსელოს თამაში გამორიცხული იყო, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ექიმების გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩა. ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაში „მალმიოსთანაც“ სათუოა, მაგრამ შანსები არსებობს, გარისკვას კი არ ვაპირებთ.“

„მოედანზე ბრწყინვალე ატმოსფერომ დაისადგურა, რადგან გუნდმა პირველივე წუთიდან ეფექტური თამაში დაიწყო.“

„წინა ხაზმა ბრწყინვალედ ითამაშა. ბენზემა, ბეილი და რონალდუ ძალიან პროდუქტიულები იყვნენ, მათ მოახერხეს გოლების გატანა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილის შეტანა.“

„ალბათ, ყველა ამჩნევს, რომ ხამეს როდრიგესი ფორმაში დგება. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მართლაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.“

„ვეცნობი პრესას, ასევე აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ვიცი, რამხელა პანიკაა დათესილი. თქვენ სიტუაცია მეტად რთული გგონიათ, ვიდრე არის. მე ვხედავ პოტენციალს, რომელიც მადრიდის „რეალს“ აქვს, მთავარი მუხლჩაუხრელი მუშაობაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 დეკემბერი 2015
  • 5768
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)