ბენიტესი:„მსურს წერტილი დაესვას სპეკულაციებს“

რაფაელ ბენიტესმა „ხეტაფესთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა...


„აღარ მსურს საუბარი „ლა კოპაზე“ მომხდარ ინციდენტზე, ვინადაინ კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა. ჩვენ არ გვქონდა საშუალება გვცოდნოდა ჩერიშევის პრობლემის შესახებ. ლა ლიგის მომდევნო ტურზე გადავერთეთ, ვინაიდან რთული პაექრობა გველის.“

„საბედნიეროდ, მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად მუშაობას ვაგრძელებ. მე ჩემი გეგმები მაქვს და ვიცი რა უნდა გავაკეთო სამეფო კლუბისთვის. ეჭვი არ მეპარება, მადრიდული გიგანტი მწვერვალებს დაიპყრობს.“

„ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ ყურადღება „ლა ლიგაზე“ გადაეთანათ, სამეფო თასზე ჩვენს მომავალზე მოსამართლე გადაწყვეტს.“

„რა თქმა უნდა, არაერთი დებატი გაიმართა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ „რეალი“ პოზიციას არ ცვლის. ფლორენტინო პერესმა ყველაფერი თქვა.“

„მადრიდულ დერბიში ინტენსიური თამაში გვმართებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დედაქალაქელები ყოველთვის აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ჩვენი სტილი მოვახვიოთ თავს.“

„კატალონიურ კლუბთან საშინელი მარცხის შემდეგ, გუნდმა 3 პაექრობა მოიგო. ვფიქრობ, გულშემატკივრებმა აზრი შეიცვალეს და მიხვდნენ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ეგონათ.“

„ტრავმები კვლავაც გვტანჯავს. ამ მხრივ, მართლაც კრიტიკული სიტუაციაა.“

„პროფესიონალიზმი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ხერარდ პიკეს განცხადებებს ვუპასუხო.“

„მადრიდული გუნდი ყოველთვის წარმატებას აღწევდა, აქედან გამომდინარე ქომაგები მუდამ ტიტულების თვლას არიან შეჩვეულნი, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, აქედან გამომდინარე სჯობს ვიბრძოლოთ.“

„მჯერა, რომ სანტიაგო ბერნაბეუ გაივსება და ქომაგები მხურვალე მხარდაჭერას გამოგვიცხადებენ. სტადიონზე შეკრებილი ქომაგი ყოველთვის მეტ თავდაჯერებულობას გვძენს.“

„ზინედინ ზიდანი ახალგაზრდულ გუნდში დიდ სამუშაოს ასრულებს.“

„ბენზემას ბევრს მუშაობს და წარმატებაზეა ორიენტირებული. ფრანგი ფეხბურთელი პრაქტიკას მიიღებს და კვლავაც ჩადგება ფორმაში.“

„ბენზემასთვის დანაშაული არავის დაუმტკიცებია, აქედან გამომდინარე რთულია, ფრანგს ცილო დასწამო.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 დეკემბერი 2015
  • 4252
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)