პელეგრინის ფეხბურთელების იმედი აქვს

პელეგრინიმ ისაუბრა საკუთარ კლუბზე და მის ფეხბურთელებზე.


კიდევ ბევრი დრო დარჩა იქამდე,სანამ მადრიდის რეალი საკუთარ უძლიერეს თამაშს აჩვენებს?

ამ ბოლო დროს გუნდი კარგად თამაშობს და კვირიდან კვირამდე ვპროგრესირებთ.

რა მნიშვნელობა აქვს იგუაინის ტრავმას?

ისეთივე, როგორც კაკას, პეპეს და რონალდოს. მან ძალიან ცუდ დროს მიიღო ტრავმა, რადგან ის ამ მომენტისთვის კარგ ფორმაში იმყოფებოდა. იმედი მაქვს ის ასე გააგრძელებს.

ბენზემა და რაული?

მე ორივესი მჯერა და არამარტო მათი, არამედ მთელი გუნდის. მათ ჩემ გუნდში ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, როგორც გონსალო იგუაინს.

გუტიზე რას იტყვით? ის ამბობს, რომ წასვლა უნდა...


გუტი უკვე საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ იცოდეს თუ რა თქვას. მე არ ვიცი თქვენ ეს ჭორი საიდან მოიტანეთ, მაგრამ ერთი კი ცხადია, გუტის არსად წასვლა არ სურს.

დე ლა რედზე რას იტყვით?

ეს უკვე პირადი საკითხია.

გაგიხარდათ, რომ ბარსა თასიდან გამოვარდა?

მე ახლა კონცენტრირებული რეალზე ვარ და ბილბაოსთან მატჩზე ვფიქრობ.

რეალმა თითქმის იყიდა კანალესი და ლუისი. ეს თქვენი ინიციატივა იყო?

მე არ ვისაუბრებ ჭორებზე, რომლებსაც პრესა აქვეყნებს.

ბეგირისტაინმა განაცხადა: ,,არსებობენ კლუბები, რომლებსაც 18 თვეა ტიტული არ მოუგიათ და სწორედ მათ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და არა ბარსამ." ამაზე რას იტყვით?


მე მხოლოდ ბილბაოზე ვფიქრობ!

რას ელით ამ მატჩისგან?

ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ ვეცდებით 3 ქულის მოპოვებას და თან ლამაზი ფეხბურთის ჩვენებას.


ინფორმაციის წყარო:as.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)