ხამესის საქმე: ფეხბურთელი თავს მწვრთნელისგან იგნორირებულად გრძნობს

ხამესმა არ იცის, თუ რატომ არ აძლევს ბენიტესი მას სათამაშო დროს.


"შახტართან" თამაშამდე რამოდენიმე საათით ადრე რაფა ბენიტესმა ხამესს აუხსნა, თუ რატომ არ უწევდა მას თამაში სასტარტოში: "შენზე უკეთესი ფეხბურთელები არიან შემადგენლობაში". კოლუმბიელი ფეხბურთელი თავს ცუდად გრძნობს, ვინაიდან მისთვის სათამაშო დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლასიკოში ხამესმა თამაში სასტარტოდან დაიწყო იმის გათვალისწინებით, რომ ტელევიზორთან მოკალათებულ 600 მლნ.-ზე მეტ მაყურებელს სწორედ მისი ნახვა სურდა, მაგრამ მისდა გასაოცრად, თამაშის დასრულებამდე 35 წუთით ადრე ის შეცვალა მთავარმა მწვრთნელმა. თამაში ბენზმემა დაასრულა, რომელსაც 43 დღე არ ჰქონდა ნათამაშევი და რომელიც ცუდ სათამაშო ფორმაში იმყოფებოდა...

"სევილიასთან" თამაშშიც ხამესი თამაშში მოგვიანებით ჩაერთო. რასაც არ შეუძლია ხელი მისთვის, რომ თამაშის 92-ე წუთზე გოლი გაეტანა და თამაშის საბოლოო ანგარიში 3:2 დაეფიქსირებინა. ბენიტესმა მასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ხამესს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო..." "პსჟ"-სთან თამაშისას ხამესი ასევე დიდი ხნის მანძილზე ხურდებოდა მეორე ნახევარში.. სწორედ მაშინ მიხვდა კოლუმბიელი, რომ მწვრთნელი მასზე ჯერჯერობით იმედებს არ ამყარებდა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სეზონის პირველ შეხვედრაში კოლუმბიელს, რომელიც მაშინ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა, ბენიტესმა ისკო არჩია.

ყველაფერი ზაფხულში დაიწყო, როცა ბენიტესმა ფეხბურთელს შვებულების შემოკლება და გუნდისთვის ავსტრალიაში შეერთება მოსთხოვა, რაზეც ხამესმა უარი განაცხადა, ვინაიადნ სხვებისგან განსხვავებით, ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გამოდიოდა და დამღლელი სეზონის შემდეგ , არ ესმოდა, თუ რატომ უნდა შეემცირებინა დასვენების დღეები.

დღემდე ხამესი ჩუმად იყო, ბევრს ვარჯიშობდა და იმედოვნებდა, რომ მწვრთნელის ნდობას დაიბრუნებდა, მაგრამ ლვოვში ჩატარებულ შეხვედრამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. მისთვის აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მას საერთოდ არ მიეცა სათამაშო დრო. მეორე ნახევარში მოედანზე კროსი და ბენზემა შემოვიდნენ, მათთან ერთად ხურდებოდა ხამესიც, მაგრამ ის მოედანზე არ შესულა. მისი სახე , როცა ისევ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა, ყველაფერზე მეტყველებდა.

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 27 ნოემბერი 2015
  • 4934
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)