ბენზემა გამარჯვებას გვპირდება

კარიმ ბენზემამ პირველი იერიში განახორციელა–"ყველა მაფრთხილებს, რომ "სან მამესზე" რთული შეხვედრა გველის, მაგრამ მე მათ ვუპასუხე, რომ თუ ტიტულების მოგება და გულშემატკივრის ნდობის მოპოვება გვსურს, მაშინ პირველივე სერიოზულმა დაბრკოლებამ არ უნდა შეგვაშინოს." ფრანგი ფეხბურთელი მადლობას უხდის მანუელ პელეგრინის ძირითად შემადგენლობაში დაყენებისთვის. როგორც მოგეხსენებათ ბასკებთან შეხვედრაში სწორედ კარიმი შეითავსებს ფორვარდის ფუნქციებს და არა რაულ გონსალესი...


ბენზემას ლა ლიგაში მხოლოდ 6 გოლი აქვს გატანილი. მას საკუთარი მონაგარის გაუმჯობესება მომავალ სამ შეხვედრაში შეეძლება–"ატლეტიკთან", "დეპორთან" და "მალგასთან". ესეც იმიტომ, რომ პიპიტაა ტრავმირებული. ფრანგი ნელ–ნელა ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება და ასრულებს ადაპტაციის პროცესს.–"როგორც იქნა ფორმაში შევედი და ადაპტაციის პროცესსაც სულ მალე დავასრულებ."

კარიმმა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში გაიბრწყინა, მან ჯერ "სან სიროზე" გაუტანა ადგილობრივ "მილანს", ხოლო შემდეგ "მესტალიაზე" ჩაატარა ბრწყინვალე მატჩი და იგუაინს გოლი გაატანინა. გარდა ამისა, "ღამურებთან" ფრანგი ლიდერის რანგში მოგვევლინა და შავი სამუშაოს შესრულებასაც არ თაკილობდა. ბენზემამ "ბარსელონაზეც" თქვა რამდენიმე სიტყვა:"პირველი ელ კლასიკო წავაგეთ, მაგრამ მთავარი ბრძოლა წინაა. ჩვენს შორის უძლიერესის ვინაობა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გარიკვევა. რაც მთავარია ესპანურად კარგად ვსაუბრობ და თანაგუნდელებთან სასურველ კონტაქტსაც ვამყარებ. აქამდე მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს, მარსელოს, პეპეს და კაკას ვესაუბრებოდი, ახლა კი ყველასთან მეძლევა კომუნიკაციის საშუალება."



ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 16 იანვარი 2010
  • 1464
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (63)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)