"მადრიდისტები" ბენიტესთან ერთად რონალდოს გაშვებასაც ითხოვენ

გუშინდელი უსახური მატჩის შემდეგ, სამეფო კლუბის გულშემატკივრები პროტესტით და ახალი მოთხოვნებით გამოდიან.


ფანები თვლიან, რომ ამჟამინდელ მადრიდის "რეალს" არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. კლუბი განვითარებას ვერ ახერხებს და ნელ-ნელა იძირება. ამას კი მადრიდელი გულშემატკივრები არ დაუშვებენ, რადგან ისინი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ქომაგობენ.

ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია რა თქმა უნდა რაფა ბენიტესის მომზადებულმა ტაქტიკამ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა აღიარა შეცდომა. მისი განცხადებით, მან არასწორი სასტარტო თერთმეტეული შეარჩია "ბარსელონასთან" სათამაშოდ.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბერნაბეუზე შეკრებილი ფანები უკმაყოფილონი იყვნენ გუნდის "ლიდერით" კრიშტიანო რონალდოთი. როდესაც ასეთი დონის სუპერ-ვარსკვლავი ვერ ახერხებს თავის გამოჩენას, ყველას იმედები უცრუვდებათ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი ფაქტი ბოლო პერიოდში ხშირად მეორდება. რონიმ მიგვაჩვია წარმოუდგენელი რაოდენობის გოლებს, მიმდინარე სეზონში კი ამ ასპექტში იგი მოიკოჭლებს.

რთული გასახსენებელია, თუ როდის დაუსტვინეს პროტესტის ნიშნად მადრიდისტებმა თავიანითი გუნდის ფეხბურთელს სანტიაგო ბერნაბეუზე. გუშინ კი ეს ნამდვილად მოხდა. "რეალის" ქომაგებმა რონალდოს სტვენით და არასასიამოვნო შეძახილებით მიმართეს. მან მთალი კლუბის იმედები გააქარწყლა. მადრიდისტები აცხადებენ, რომ უპირველეს ყოვლისა ისინი მოითხოვენ რაფა ბენიტესის და კრიშტიანო რონალდოს გუნდიდან გაშვებას. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ისინი უკვე ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ გამოვლენ.

Goal.com dle 10.1

  • Junior
  • 22 ნოემბერი 2015
  • 8290
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)