ალბიოლი:"ვამაყობ, რომ მადრიდისტა ვარ"

რაულ ალბიოლმა ინტერვიუ "Realmadrid.com"–ს მისცა, სადაც მან კლუბში საკუთარ მდგომარეობასა და მომავალ მეტოქეზე ისაუბრა...


უკვე 6 თვეა რაც სამეფო კლუბში თამაშობთ. გაანალიზეთ რას ნიშნავს იყო მადრიდისტა?

დიახ, ეს უდიდესი სიამოვნება და დიდი პასუხისმგებლობაა. მადრიდის "რეალში" მოდუნების საშუალება არ გეძლევა, თუ მოინდომებ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებ მიგიღებს გულშემატკივარი, ხოლო თუ იზარმაცებ ერთი შანსი მაინც გრჩება, სწორედ ამით გამოირჩევიან მეფეები... ამ გუნდში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერის პიკია, აქ შეგიძლია ბოლომდე განვითარდე და გაიზარდო. ჩემი მთავარი მიზანია უფრო მეტად შევაყვარო თავი გულშემატკივარს და "ბლანკოსთან" ერთად ტიტულები მოვიგო.

მადრიდის "რეალს" უყვარს ლეგენდები. იქნები ნამდვილი მადრიდისტა?! სანჩისების გული შენია... როგორ ფიქრობთ შეგიძლიათ მოინადიროთ ბერნაბეუს ბინადართა გულები?

თუ ყველაფერი კარგად იქნება ჩემს კარიერას მადრიდის "რეალში" დავასრულებ. სამეფო კლუბში გადმოსვლის შემდეგ ძალიან შევიცვალე, აქ ვიგრძენი თუ რას ნიშნავს ნამდვილი ფეხბურთი და ფეხბურთელისთვის ბევრი საჭირო თვისება შევიძინე. ჯერ–ჯერობით არ დამიღალატებია სანჩისები და იმედია ასეთი რამ არც არასდროს მოხდება, ძალიან მინდა მათი სიყვარულის და ნდობის მოპოვება. იმედია "ბლანკოსის" ისტორიაში ღირსეული მადრიდისტას სახელით შევალ.

გონიო ბენიტო, სანტამარია და პირი... შენ მათი შთამომავალი ხარ.

მე ძალიან ახალგაზრდა ვარ და მათი თამაში არასოდეს არ მინახავს, მაგრამ გამიგია, რომ მადირიდს "რეალის" საუკეთესო ცენტრალური მცველები იყვენენ. სამაგიეროდ კარგად მახსოვს სანჩისის და იეროს თამაშები.

ალბიოლი:"ვამაყობ, რომ მადრიდისტა ვარ"

სანჩისის თამაშები გახსოვთ?

დიახ, რა თქმა უნდა მასზე მხოლოდ კარგი მსმენია. რა დამავიწყებს მის შეუდრეკელ მზერას და გაუვალ დაცვის ხაზს. მისი ძალიან ბევრი მატჩი მაქვს ნანახი და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავდა ის სამეფო კლუბისთვის.

იეროსი რა გახსოვთ?

ვფიქრობ ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო კაპიტანი და ცენტრალური მცველი იყო. ის ყოველთვის ელეგნატურად გამოიყურებოდა მოედანზე. მისი თამაშის ხილვა დიდი სიმაოვნება გახლდათ. ის იყო ესპანური ფეხბურთის და მადრიდის "რეალის"დიდი მოვლენაა.

ლა ლიგის ერთი ნაწილი დასრულდა. რას გვეტყვით განვლილ სეზონზე?

ვფიქრობ ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენი გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს, ეს ძალიან სასიამოვნოა. წაბორძიკების და ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, "ბარსელონას" უკვე საკმარისი ფორა აქვს, ახლა სიფხიზლე და ბევრი შრომაა საჭირო, რათა ჩემპიონობის შანსი შევინარჩუნოთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

თქვენი აზრით, ჩემპიონობისთვის მხოლოდ "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" იბრძოლებენ?

"ვალენსიას" მხოლოდ 6 ქულით ვასწრებთ, ეს არ არის დიდი განსხვავება, მაგრამ "ბლაუგნარა" და "ბლანკოსი" ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტები არიან. გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტს იშრომებს...
ალბიოლი:"ვამაყობ, რომ მადრიდისტა ვარ"

თქვენი მომავალი მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკია". ბასკები ლა ლიგაშიც და ევროპის ტურნირებზეც წარმატებით ასპარეზობენ. რთული შეხვედრა ელის მადრიდის "რეალს"?

მომავალი დერბის პროგნოზისგან თავს შევიკავებ, ძალიან რთულია ასეთ თამაშებში ქულების დაგროვება. თუ გვსურს ქულათა მონაგარის გაზრდა და გულშემატკივრის ნდობის გაღრმავება, ჩვენი თამაში უნდა ვიპოვოთ და დავამარცხოთ მრისხანე მეტოქე. მათ დასაკარგი არაფერი არა აქვთ, ისინი პრესტიჟის მოსახვეჭად ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლებენ. ყველას კარგად მოეხსენება "სან მამესის" ატმოსფერო და ბასკური პუბლიკა, ბილბაოში გამარჯვება ძალიან რთული იქნება.

"ატლეტიკს" რა აქვს ყველაზე საშიში?

ყველა სათამაშო კომპონენტში ძლიერები არიან. ბასკები ძალიან დალაგებულ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. მათ წლევანდელი სეზონი დიდებულად დაიწყეს და ასეთივე გაგრძელება სურთ, მაგრამ მათი მეტოქე მადრიდის "რეალია"... გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ეს თქვენი მაქსიმუმია, თუ უფრო მეტი შეგიძლიათ?

რა თქმა უნდა მეტი შეგვიძლია. რაც არ უნდა უიმედოდ იყო განწყობილი, მაინც უკეთესს ელი. ვიმედოვნებ, რომ ამით ჩვენი განვითარების დონე არ დასრულებულა, პირიქით, ყველაფერი ეხლა დაიწყო. ჩვენ ორივე ტურნირში შეგვიძლია გამარჯვება ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც.
ალბიოლი:"ვამაყობ, რომ მადრიდისტა ვარ"

პეპეს ტრავმამ ბევრი კითხვისნიშანი გააჩინა, მაგრამ პორტუგალიელის დაშავების შემდეგ თქვენი დაცვა უფრო კარგად გამოიყურება...

ეს იმას არ ნიშნავს, რომ პეპეა ცუდი ფეხბურთელი. უბრალოდ გუნდი უფრო შეიკრა და დალაგდა ჩვენი თამაში, პეპეს პროფესინალიზმში დარწმუნებული ვარ. მის გარდა გუნდში ბევრი ფეხბურთელი გვყავს მეტსელდერი, ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ეზეკილ გარაი და ალბათ მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი სერხიო რამოსი. მადრიდის "რეალი" დახუნძლულია დიდი ფეხბურთელებით. გარწმუნებთ, ყველაფერი კარგად იქნება...


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 16 იანვარი 2010
  • 1703
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)