ბენიტესი:„საშინაო არენაზე „რეალი“ ყოველთვის ფავორიტია“

რაფაელ ბენიტესმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის პირველი „ელ კლასიკოა“ ძალიან კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება, ვინაიდან ახალგაზრდულ გუნდში წლების მანძილზე ვმუშაობდი და სრულად გავითავისე მადრიდული მიდგომა.“

„ანდალუსიურ „სევილიასთან“ მარცხი დავიწყებას მიეცა, ვინაიდან წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის. უნაი ემერის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და ჯერ-ჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც „ბლანკოსის“ დამარცხება შეძლო. ჩვენ წინ ვუყურებით.“

„კაზემირო ოპტიმისტურად არის განწყობილი, ის მატჩიდან მატჩამდე უმატებს და გუნდს ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოველთვის მზად არის სათამაშოდ და მონდომება არასდროს აკლია.“

„დაცვის მარჯვენა ფლანზე დიდი კონკურენციაა. დანიელ კარვახალსა და დანილოს ნაყოფიერად თამაში შეუძლიათ, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. არჩევანის გაკეთება ყოველთვის რთულია. ითამაშებს ის ფეხბურთელი, რომელიც უკეთესად მზად იქნება.“

„არამგონია ტაქტიკა შევცვალო, ყველაფერს მატჩის მიმდინარეობა მიკარნახებს. კატალონიელთა წინააღმდეგ არაერთხელ გამილაშქრებია, კარგად მახსოვს „ლივერპულში“ ყოფნის დრო.“

„პრესაში ჩემ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია იწერება, მათი 80% კი სინამდვილეს არ შეესაბამება და სრული სიყალბეა, ამაზე ყურადღების მიქცევა მართლაც არ ღირს.“

„ფეხბურთელებთან დაპირისპირება არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრესა ჭორების მეტს არაფერს წერს. არ მისაუბრია კაპიტნებთან და სხვა ფეხბურთელებთან.“

„მატჩის წინ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ. ფეხბურთელები მაქსიმალურად დიდი მონდომებით ვარჯიშობენ და მოტივირებულები არიან.“

„არაერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება უკვე ჩავატარეთ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი თამაშები კიდევ წინ გვაქვს. ვეცდებით, „ბარსელონას“ დავამარცხოთ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დავიბრუნოთ.“

„თამაშიდან თამაშამდე ვცდილობთ, რომ ეფექტურები და ნაყოფიერები ვიყოთ. გუნდის თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება, რათა ფორმის პიკამდე მისვლა შეძლოს და კოლექტივს დაეხმაროს.“

„მიხარია, რომ ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ეროვნული ნაკრებიდან სახსალამათი დაბრუნდა, ის „ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მისაღებად მზად არის. იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ყველა მოთამაშე მწყობრში მყავს და თამაში შეუძლია.“

„რამოსი დასაფასებელია კაპიტანია. მიუხედავად იმისა, რომ უკანახაზელს ოპერაცია სჭირდება, ის აუცილებლად ითამაშებს.“

„ხამეს როდრიგესი განაცხადში მოხვდება, ხვალ კი ვინ ითამაშებს არ ვიცი, ვინაიდან თერთმეტეულის საბოლოო ფორმირება არ მომიხდენია.“

„ბენზემა? კარიმი ბოლომდე იხარჯებოდა, ფრანგიც იქნება განაცხადში.“

„კრიშტიანო რონალდუს ბოლომდე ვენდობი და ვთვლი, რომ გოლების მანქანა არც „ელ კლასიკოში“ გაჩერდება და მეტოქე გუნდის კარის აღებას მოახერხებს. აუცილებელია, რომ „შვიდიანმა“ თავი კომფორტულად იგრძნოს.“

„ჩვენ არ გვაინტერესებს მესის და მისი თანაგუნდელების სათამაშო ფილოსოფია და ასე შემდეგ. მადრიდის „რეალმა“ მეტოქეს საკუთარი ფეხბურთი უნდა შესთავაზოს და გამარჯვებამდე მივიდეს.“

„BBC? შესაძლოა, სასტარტოში ვიხილოთ.“

„კეილორ ნავასს რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუწია, მაგრამ პროგრესს განიცდის. კოსტარიკელი „ბლაუგრანელებთან“ ძალიან დაგვჭირდება.“

„ეჭვი არ მეპარება, რთული თამაში მოგვიწევს. „ბარსელონას“ ბევრი ფავორიტად მიიჩნევს, მაგრამ სანტიაგო „ბერნაბეუზე“ ფავორიტი ყოველთვის „რეალია“. ვარჯიშებიდან გამომდინარე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 3 ქულის მოპოვება შეგვიძლია.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 ნოემბერი 2015
  • 5271
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)