„რეალი“ დეკემბერში 7 მატჩს გამართავს

მადრიდის „რეალისთვის“ დეკემბრის თვე საკმაოდ დატვირთული იქნება, ვინაიდან გუნდს 7 მატჩის გამართვა მოუწევს...


მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის ბოლო თვე მატჩებით დახუნძლული იქნება, ის ვერც კი შეედრება ნოემბრის უმძიმეს კალენდარს. მიმდინარე თვეში „რეალმა“ ითამაშა „პსჟ“-სთან, „სევილიასთან“ და ახლა „ბარსელონასთან“ უწევს ურთიერთობის გარკვევა, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. გარდა ამ მატჩებისა იყო სხვა დაპირისპირებებიც, თუმცა ასეთი პრინციპული ნამდვილად არა.

დეკემბრის თვეს „ბლანკოსი“ „კოპა დელ რეის“ პირველი შეხვედრით გახსნის, რომელიც „კადისთან“ გაიმართება, ეს პაექრობა 3 დეკემბრით დათარიღდა.

5 დეკემბერს გუნდი კვლავ ლა ლიგაში, „ხეტაფესთან“ ითამაშებს.

მომდევნო დაპირისპირება 8-ში, „მალმიოს“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე შედგება, რასაც 13 დეკემბერს, „ვილიარეალთან“ თვის ყველაზე დაძაბული პაექრობა მოჰყვება.

„ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ შეხვედრის შემდეგ, „მერენგები“ განმეორებით დაპირისპირებას ითამაშებებ „ლა კოპაზე“ „კადისის“ წინააღმდეგ 16 დეკემბერს.

20 დეკემბერს „რაიო ვალეკანოსთან“ გაარკვევენ ურთიერთობას მადრიდულ დერბიში.

თვის ბოლო დაპირისპირება კი 30 ან 31 დეკემბერს გაიმართება „სოსიედადის“ წინააღმდეგ. dle 10.1

  • Hala
  • 19 ნოემბერი 2015
  • 2990
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)