გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ელ კლასიკოსთვის“ მზადება სრული შემადგენლობით დაიწყეს...


რაფაელ ბენიტესის გუნდში მატებაა, ვინაიდან ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები მადრიდში დაბრუნდნენ.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მთავარ გუნდთან ერთად რამდენიმე კასტილიელმა ივარჯიშა, მათ შორის იყო მარტინ ოდეგაარიც.

კარიმ ბენზემამ ორჯერ ივარჯიშა, პირველი სესია მას დილით ჰქონდა, შემდეგ კი საღამოს.

სერხიო რამოსი ჯერ ინდივიდუალური მზადებით დაკავდა, შემდეგ კი გუნდს შეუერთდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუნდთან ერთად იყო კეილორ ნავასიც, რომლის თამაში ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. კოსტარიკელი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება და ბოლომდე მზად არ არის.

პეპე და რაფაელ ვარანი დახურულ კარს მიღმა ვარჯიშობდნენ, მცველები ხვალ უკვე გუნდთან ერთად მიიღებენ დატვირთვას.

ყურადღება გამახვილდა სიზუსტეზე, ბურთის ფლობასა და კომბინაციებზე. მთავარი მწვრთნელი „ბარსელონასთან“ შესახვედრად მაქსიმალურად დიდი კონცენტრაციით ემზადება. dle 10.1

  • Hala
  • 18 ნოემბერი 2015
  • 3463
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)