რონალდუ:„ოქროს ბურთის ამდენჯერ მოგებას ვერასდროს წარმოვიდგენდი“

კრიშტიანო რონალდუმ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა...


„ჩემი ოცნება ყოველთვის წარმატებული ფეხბურთელობა და გოლების გატანა იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენჯერ შევძლებდი ოქროს ბუცის მოგებას.“

„ალბათ მაშინვე განვაცხადებდი თანხმობას, თუ მეტყოდნენ, რომ კარიერის მანძილზე 1-2ჯერ მომეგო ეს დიდებული პრიზი.“

„როდესაც ინგლისში ვთამაშობდი, სხვა დავალებები მქონდა, მადრიდში კი ბევრად უფრო განვვითარდი და პოზიციის შეცვლაც მომიწია. ინგლისის შემდეგ ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა უკვე ძალიან გამოცდილი ვარ და შემიძლია სხვადასხვა გამოწვევის მიღება.“

„მსურს კარიერა „რეალში“ დავასრულო, მაგრამ წინასწარ ვერაფერს განვჭვრეტ. 30 წელს გადავაბიჯე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ რამდენიმე წელს ვითამაშებ, შემდეგ კი კარიერას დავასრულებ. „ბლანკოსთან“ კონტრაქტის ამოწურვის დროს 33 წლის ვიქნები, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება. მინდა აღვნიშნო, რომ ესპანეთის დედაქალაქში უბედნიერესი ვარ.“

„ოქროს ბუცის კონკურენტები? უნდა აღვნიშნოთ რობერტ ლევანდოვსკი, კარიმ ბენზემა, რუნი, აგუერო, ლუის სუარესი, ნეიმარი და სხვები, რომლებსაც თითქმის ყველა მატჩში გააქვთ ბურთი. ვნახოთ შევძლებ თუ არა მათ დაჯაბვნას.“

„არ ვთვლი, რომ ასაკის მატებასთან ერთად კლასს ვკარგავ. ზუსტად იგივე შემართება მაქვს, როგორიც 25 წლის ასაკში მქონდა. ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვარ და ვთვლი, რომ შემიძლია მაღალ დონეზე ვითამაშო.“

„ჩემი მიზანი ყოველთვის წინსვლაა, სხვაგვარად ვერც იქნება.“

„არასდროს უნდა ვიყოთ კმაყოფილები, სრულყოფილი არც ფეხბურთელი არსებობს და არც გუნდი, ყოველთვის წინსვლის ძიებაში უნდა იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2015
  • 4447
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)