პელეგრინის მატჩისწინა პრესკონფერენცია

მანუელ პელეგრინის საკუთარი შეგირდების იმედი აქვს...


"ბილბაოს "ატლეტიკი" საკმაოდ კარგი გუნდია, ძალიან მომწონს მათი ტაქტიკური განლაგება და სათამაშო სტილი. მათი ძლიერი მხარე თავდასხმიდან, თავდაცვაზე სწრაფი გადასვლაა, ბასკების კარში გოლის გატანა ძალიან რთული საქმეა. მინიმალური საგოლე მომენტებიც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ, "ოსასუნასთან" როგორც გავფლანგეთ მომენტები ისე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიქცეთ. ჩვენი გუნდი განვითარების მაღალ საფეხურზეა, მთავარია აკრეფილი ტემპი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩემი შეგირდების იმედი მაქვს და აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ დაკისრებულ მოვალეობას 100%_ით შეასრულებენ."

"იგუაინის ტრავმა ძალიან საწყენია, ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. პიპიტას თითქმის ყველა შეხვედრაში გააქვს გოლი და სწორედ მისი საგოლე ალღო გვჭირდება. შეიძლება ამ ტრავმამ დასვენების საშუალებაც მისცეს არგენტინელს და უფრო დიდი შემართებითაც დაუბრუნდეს მოედანს. უამრავი მადრიდისტაა დაშავებული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. გონსალოს გარდა გუნდში ორი ფეხბურთელია: ბენზემა და რაული, მათი დახმარების იმედი ყოველთვის მაქვს."

"ყოველდღე ვაკვირდები კარიმის ვარჯიშებს და ნელ–ნელა ვრწმუნდები, რომ ეს ფრანგი შესანიშნავი ფეხბურთელი გაიზრდება. მისგან ბევრი დადებითი ემოცია მოდის, ბენზემა ძალიან ბევრს შრომობს და ეს აუცილებლად დაუფასდება. ბევრს ჰგონია, რომ კარიმს ანელკას ბედი ელის, მაგრამ ეს ასე არ არის, თუ ის დამანახებს, რომ მეტი შეუძლია, აუცილებლად ითამაშებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში არავის არა აქვს ადგილი დაჯავშნული."

"ძალიან მიხარია გუტი რომ გამოჯანმრთელდა, ის აუცილებლად ითამაშებს "სან მამესზე". სწორედ მისნაირი გამოცდილი და ტექნიკური ფეხბურთელები დაგვჭირდება ბასკებთან დაპირისპირების დროს. ის თავს ბედნიერად გრძნობს მადრიდში და არსადაც არ აპირებს გადასვლას."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 15 იანვარი 2010
  • 2901
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)