ლასი გახარებულია დაბრუნებით

ლასანა დიარამ მალიორკასთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა...


მადრიდელებმა მალიორკას ფეხბურთელებს შანსი არ დაუტოვეს და 2-0 გაიმარჯვეს, თუმცა უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ, გუნდის ყველა რგოლმა შესანიშნავად ითამაშა მაგრამ მაინც ჩანდა, რომ ფრანგი დიარა ,,ბლანკოსისთვის" ბევრს ნიშნავს.

ლასანას აღარ აქვს დისკვალიფიკაცია, თავისუფლად შეუძლია მოედანზე გასვლა და საკუთარი გუნდის დახმარება ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ, სამეფო გუნდს ბასკებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა "სან მამესის" სტადიონზე, სადაც ნებისმიერ გუნდს უჭირს თამაში.

ამასთან დაკავშირებით დიარამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ რეალი მატჩს იოლად მოიგებს.

,,ბედნიერი ვარ იმით, რომ ვბრუნდები და შემიძლია ჩემი გუნდის დახმარება, მალიორკასთან თამაში მსურდა მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. რაც მთავარია ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და სასურველი შედეგეცი დააფიქსირა".

,,წითლებთან მატჩის შემდეგ მონაწილე ფეხბურთელებს დიდად აკრიტიკებდნენ და ფიქრობდნენ, რომ რეალი ვერ იყენებს მომენტებს. დამერწმუნეთ ძალიან რთულია თოვლში თამაში, თითოეული გადაცემა სარისკოა, რადგან ნისლია და ფეხბურთელიც არასტაბილურად დგას, გაფუჭებული მომენტებიც თავისუფლად შეგვიძლია უამინდობას დავაბრალოთ, მაგრამ მთავარი მაინც 3 ქულის აღება იყო".

,,სან მამესზე რთული მატჩი გველის მაგრამ დავამტკიცებთ, რომ ჩვენ არ ვანიავებთ მომენტებს , პირიქით აუცილებელია მაქსიმუმის გაკეთება და გოლის გატანა, დარწმუნებული ვარ ბილბაოსთან რთული მატჩი იქნება მაგრამ ,,ბლანკოსი" მოახერხებს სასურველი ანგარიშის დაფიქსირებას".

დიარა ასევე შეეხო გონსალო იგუაინის ტრავმას და მწუხარება გამოთქვა.

,,პიპიტა გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია, მას აქვს ბრძოლის გამაოგნებელი ჟინი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არგენტინელი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მის გარეშე თამაში რთულია, ჩვენ სერიოზული დანაკლისით გავალთ მოედანზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალში თამაშობს კარიმ ბენზემა, ასევე თამაშობს გუნდის ლეგენდა რაული, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის გამწვავება, გონსალოს სწრაფად გამოჯანმრთელბას ვუსურვებ, რადგან ის ჩვენ მართლაც ძალიან გვჭირდება" - განაცხადა ფრანგა ახალგაზრდა ნახევარმცველმა. dle 10.1

  • Hala
  • 15 იანვარი 2010
  • 2102
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)