რაულის ახალი ცხოვრება

რაულმა 9 შეხვედრა სათადარიგო სკამზე დაიწყო და 2 თამაშში განაცხადშიც კი არ ყოფილა. გონსალო იგუაინის ტრავმა ელ კაპიტანოს ერთ–ერთი ბოლო შანსია...


პოსუელოს რაიონში, გონსალესების ოჯახში გარიჟრაჟზევე რეკავს მაღვიძარა. რაულისთვის დღე ზუსტად 7 საათზე იწყება. პირველ რიგში მეუღლეს ეხმარება შვილების სკოლისთვის მოსამზადებლად, შემდეგ უკვე "სოროლიას სკოლა–ლიცეუმში" მიჰყავს ბავშვები სასწავლებლად, ელ კაპიტანოს შვილები ამ სკოლაში მას შემდეგ სწავლობენ, რაც გონსალესების ოჯახი საცხოვრებლად პოსუელოში გადავიდა.

რაული საშინაო საქმეების მოწესრიგების შემდეგ ვალდებებასასკენ მიემართება. იგი კლუბის მომსახურე ტრანსპორტით სარგებლობს. რაული ყოველთვის პირველი მიდის სავარჯიშოდ. გონსალესი ძალიან სერიოზული და თავდაჭერილი პიროვნებაა, ვარჯიშის შემდეგ საუზმობს, გაზეთებს კითხულობს და ინტერნეტით სარგებლობს. ის ყველაფრით ინტერესდება და ცხოვრების რიტმს თანაბარი ნაბიჯით მიჰყვება.

თავდადება

რაული ყოველთვის ყველაზე მეტს ვარჯიშობს, ბევრს შრომობს... ის ყველა თავის თანაგუნდელზე მეტ საქმეს აკეთებს. ელ კაპიტანო და სიზარმაცე სხვადასხვა ცნებაა. ასე განაგრძობს მშვიდ და სიახლეებით აღსავსე ცხოვრებას. იგი უკვე 15 წელია მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, მისი წარმატების საიდუმლო თავდადება და პატიოსანი ცხოვრებაა. მისგან არავის ახსოვს მსაჯების მიმართ უწმაწური სიტყვები, თუ რაიმე არ გამოსდის, ის მხოლოდ საკუთარ თავში ეძებს დანაშაულს.

ბოლო რამოდენიმე წელია ელ კაპიტანოს მისამართით ერთი კითხვა მძვინვარებს: "რაული უნდა იყოს ძირითად შემადგენლობაში, თუ არა?" აქამდე მას კაპელოც ენდობოდა, ბერნდ შეუსტერიც და ხუანდე რამოსიც, დღეს კი ყველაფერი მანუელ პელეგრინის ხელშია. მადრიდს, საკუთარი პრინცისგან მხოლოდ საუკეთესო მომენტები გვახსოვს: გოლები, მონდომება, ბრძნული გადაწყვეტილებები და მრავსილმთქმელი სიმშვიდე.

დღეს ყველაფერი თავდაყირა დადგა, გუნდში დიდი სიახლეები მოხდა, ფლორენტინო პერესი კიდევ ერთხელ შემოიჭრა მადრიდის "რეალის" ისტორიაში–ახალი ემოციებით და დიდი სიურპრიზებით. სამეფო კლუბი ვარსკვლავებმა მოიცვა: კრიშტიანო რონალდო, რიკარდო კაკა, კარიმ ბენზემა, ხაბი ალონსო და გონსალო იგუაინის დიდი პროგრესი. გუნდში უდიდესი კონკურენციაა. რაულმა ორ ვარსკვლავურ ბრძოლას გაუძლო და დარჩა ელ კაპიტანოდ, თუმცა დღეს გუნდში მყოფი ფეხბურთელები არ ჰგვანან: ბაპტიშტას, რობინიოს, სოლდადოს, სავიოლას და ჰუნტელაარს, ეს სულ სხვა დონეა...

თავისი ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად, რაული ტონუსიდან არასოდეს არ ამოვარდნილა. ის დღესაც ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს, უბერებელი რაულის დრო ნელ–ნელა მიდის, ისევე როგორც რონალდოს, ფიგუს და ზიდანის დრო წავიდა... მანუელ პელეგრინი ყოველთვის ბოლომდე ენდობა ელ კაპიტანოს, მაგრამ ახალგაზრდა მადრიდისტებს ადაპტაციაში ხელისშეწყობა სჭირდებათ და ალბათ კიდევ ხშირად სათადარიგო სკამზე ჯდომით შეხვდება რაული მომავალ თამაშებს....

სირთულეების კასკადი

ითამაშო მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ რაულისთვის ეს პრობლემა არასდროს ყოფილა... პირიქით, მადრიდის პრინცი ყოველთვის გვერდში უდგას ახალწვეულებს და მადრიდულ ტრადიციებს აზიარებს, ის არასდროს ფიქრობს იმაზე, რომ თანაგუნდელი მისი უშუალო კონკურენტია, მადრიდისტები მისთვის პირველ რიგში მეგობრები არიან... საერთოდ, სამეფო კლუბი დიდი ოჯახია, რომელის უფროსი და მამასახლისიც რაულ გონსალეს ბლანკოა.

ელ კაპიტანო წლევანდელ სეზონში სრულიად დაიკარგა, მას ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათადღა ვხედავთ. გავიხსენოთ "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ შეხვედრა, სადაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდებული ფეხბურთელი და ნამდვილი პროფესიონალია... ასევე ნუ დაგვავიწყდება "ესპანიოლთან" და "ვილიარეალთან" ბრწყინვალე მატჩები, სადაც გონსალესი დომინირებდა მოედანზე.

სეზონი გუტისთვისაც შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ ამ ორი უხუცესი მადრიდისტას ცხოვრებაში ყველაფერი "ალკორკონთან" ჩატარებულმა შეხვედრამ შეცვალა. მას შემდეგ ორივე ფეხბურთელმა დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, ამით კი ახალაგზრდებს გაეხსნათ გზა... დღეს დღეობით ტრავმირებულია: იგუაინი, ნისტელროი და ვან დერ ვაარტი, იმედია ახლა მაინც მისცემს პელეგრინი რაულს თავის გამოჩენის საშუალებას.
რაულის ახალი ცხოვრება
ადგილი სათადარიგოთა სკამზე

რაულს ძირი კაკას, რონალდოს, იგუაინის და ბენზემას კარგმა თამაშმა გამოუთხარა... შესანიშნავ ფორმაში შევიდა რაფა ვან დერ ვაარტიც და აქედან გამომდინარე პელეგირნიმ მას ადგილი სათადარიგოთა სკამზე დაუჯავშნა. ჩილელმა სპეციალისტმა, მადრიდის პრინცი არც "მალიორკას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ათამაშა, მეტიც განაცხადშიც მატჩის დაწყების წინ შეიყვანა.

სიტუაცია ძალიან რთულადაა. რაულის გუნდში დარჩენა არ დარჩენის საკითხიც კი დასვეს ჟურნალისტებმა, მაგრამ ამის გაფიქრებაც კი არავის არ უნდა... ყველას ერთი პასუხი აქვს:"შეიძლება რაულის დრო წავიდა, მაგრამ ის მადრიდისტად დარჩება..."


ინფორმაციის წყარო: Abc.es

ავტორი: Kevlisha




dle 10.1

  • kevlisha
  • 15 იანვარი 2010
  • 2615
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)