ბენიტესი:„ოპონენტენბმა არაერთი მომენტი შექმნეს“

რაფაელ ბენიტესმა „პსჟ“-სთან გამარჯვების შემდეგ საპრესკონფენრეციო დარბაზისკენ აიღო გეზი და ჟურნალისტებს ესაუბრა...


„მინდა განვახადო, რომ უმძიმესი მატჩი გვქონდა. პირველ ტაიმში პარიზელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. მეორე ნახევარში სიტუაცია შედარებით შეიცვალა, თუმცა ჩვენ მეორე ნომრად ვთამაშობდით. მიღებული უპირატესობის გამყარება იოლი არ იყო, მაგრამ 3 ქულის მოპოვება შევძელით.“

„პირველ ტაიმში ბურთის სრული კონტროლი მეტოქეს ჰქონდა, მეორე 45 წუთში კი იყო მომენტები, როდესაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე გვეჭირა ბურთი და სიტუაციას ვაკონტროლებდით. გუნდში დიდი ტრავმიანობაა, რამაც სათადარიგო მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება მისცა. უკვე მერამდენე მატჩია, შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები სჩანან, რომლებიც ხშირად ვერ იღებდნენ სათამაშო წუთებს.“

„დაცვაში ძალიან დიდი ყურადღებით ვთამაშობდით. პარიზელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ კეილორ ნავასის კარის აღება ვერ შეძლეს. გოლის გაშვების შემდეგ, ბლანის გუნდი უფრო გააქტიურდა, მაგრამ ჩვენ ზედმიწევნით ვიასპარეზეთ.“

„ნებისმიერი მწვრთნელი მოაწერდა ხელს ყველა იმ ტურნირის მოგებას, რომელზეც გამოვდივართ. ვფიქრობ, ურთულესი კალენდარი გვაქვს.“

„ბევრ კრიტიკას მოვისმენთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა დაამარცხა „პსჟ“, რომელსაც ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა, ჩვენ კი შეტევაში დიდი პრობლემები გვაქვს.“

„მარსელოს ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ვერ ვისაუბრებ. არ ვიცი რა მდგომარეობაშია ბრაზილიელი. „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში გააგრძელებენ თამაშს. 2 კვირიანი პაუზა საშუალებას მოგვცემს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან ინტენსიურად ვიმუშავოთ. „ელ კლასიკომდე“ 3 კვირაზე ნაკლები რჩება. ვიმედოვნებ, ამ დროისთვის ლაზარეთი ცარიელი იქნება და გუნდი სრული რესურსით წარსდგება კატალონიელთა წინააღმდეგ.“

„არ გამოვრიცხავ, მარსელოს დაზიანება გადაღლილობის ბრალიც იყოს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ძალიან ბევრი მატჩი ითამაშა, აქედან გამომდინარე კუნთების გადატვირთვის რისკი არსებობს.“

„ხესეს მთელი გუნდისგან არ გამოვყოფ. ესპანელმა ფეხბურთელმა უბურთოდ ითამაშა და მაქსიმალურად ცდილობდა ნაყოფიერი ყოფილიყო.“

„ხამეს როდრიგესის მოედანზე შეყვანა საჭიროდ არ ჩავთვალე. ვფიქრობ, კოლუმბიელი იმ მომენტში აღარ გვჭირდებოდა, ამით კი რისკიც ავირიდეთ თავიდან. კოვაჩიჩ 100%-ით მზად არ იყო, მაგრამ დაზიანება სრულად მოშუშებულია.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2015
  • 2338
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)