კეილორი:„მიხარია, რომ საკუთარი კარი მშრალად შევინახე“

კეილორ ნავასმა „პსჟ“-სთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„მადლობა ღმერთს, გუნდმა გაიმარჯვა და სამი ქულა მოიპოვა. ჩემთვის საამაყოა, რომ საკუთარი კარის შენახვა კვლავაც მშრალად შევძელი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დღეს გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ მადრიდისტები გავახარეთ.“

„საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოვიპოვეთ. ლორან ბლანის გუნდი „ბერნაბეუზე“ 3 ქულის მოსაპოვებლად ჩამოვიდა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, პარიზელებმა ბრწყინვალე შოუ დადგეს.“

„წინა მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ჩემი დასვენება გადაწყვიტა, დღეს კი ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი. ყოველთვის მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ ითამაშებს სასტარტო შემადგენლობაში.“

„არსებობს თამაშები, სადაც მაქსიმალურად ვავლენთ საკუთარ შესაძლებლობებს, მაგრამ „პსჟ“-სთნა მატჩზე ანალოგიურს ვერ ვიტყვით, არაერთი პრობლემა შეგვექნა, თუმცა გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა. ეჭვი არ მეპარება, მომდევნო დაპირისპირებებში ბევრად უფრო სანახაობრივები ვიქნებით.“

„იმედი მაქვს, მარსელოს სერიოზული არაფერი სჭირს. ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა, მის გარეშე სუსტდება როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი პოტენციალი.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2015
  • 1620
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)