ლუისი „რეალის“ ობიექტივში მოხვდა

ესპანური პრესა იუწყება, რომ სამეფო გუნდი დაინტერესებულია ლა კორუნიის „დეპორტივოს“ მარცხენა მცველით, ფილიპე ლუისით.


„ას“-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია „რეალსა“ და „დეპორს“ შორის.უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიელს მოთამაშეს ამჟამინდელ კლუბთან 2013 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლუისის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა კონსესუსის შემთხვევაში შესაძლოა აღნიშნული თანხა 16 მილიონ ევრომდეც ჩამოვიდეს.

როგორც ესპანელი ჟურნალისტები ამბობენ, ლაკორუნიული გუნდი ამჟამად ცუდ ფინანსურ მდგომარეობაშია.შესაძლოა, ამ ფაქტმაც შეუწყოს ტრანსფერის გაჩარხვას ხელი.აქვე გეტყვით, რომ „დეპორტივოს“ ფილიპეს შეძენა თავის დროზე 2.2 მილიონი დაუჯდა, ახლა კი მათ შანსი აქვთ სოლიდური „მოგება“ მიიღონ სამხრეთ ამერიკელი მცველიდან.

ლუისის ახალი აგენტი, მანუელ გარსია კილონი, ფიქრობს, რომ გუნდები უახლოეს მომავალში მორიგდებიან ტრანსფერის თაობაზე (ეს ფეხბურთელისათვის რიგით მეორე აგენტია.შარშან ლუისის ინტერესებს ხოსე კარლოს ლახესი წარმოადგენდა.მოთამაშემ ეს უკანასკნელი „ბარსაში“ ვერ გადასვლის გამო დაადანაშაულა და უმალ დაითხოვა.კატალონიური გუნდი წინა წელს 10 მილიონს იხდიდა მარცხენა მცველში, თუმცა რატომღაც მოლაპრაკებები ჩაიშალა).

ინფორმაციის წყარო: As.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)