ბენიტესი:„მარსელო მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმს წინასამატჩო პრესკონფენრეცია გამართა...


„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი საუკეთესო დრო მადრიდის „რეალში“ სულ მალე დადგება. გუნდი მაქსიმალურად იხარჯება და კონცენტრაციას გამარჯვებაზე ახდენს.“

„ხვალ ძალიან რთული პაექრობა გველის, ვინაიდან მეტოქე „პსჟ“ გახლავთ. პარიზელები წლების მანძილზე უდიდეს პროგრესს აჩვენებენ. ეს გუნდი მუდამ იზრდება და ტიტულებზე აცხადებს პრეტენზიას.“

„კეილორ ნავასის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეკარეს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა. ფრანგების წინააღმდეგ, კარს სწორედ კოსტა-რიკელი დაიცავს.“

„ვარანი ბრწყინვალე მოთამაშეა. მის ასაკში ასეთ დონეზე გამოსვლა ნამდვილად დასაფასებელია. არის შეხვედრები, სადა ფრანგი მოთამაშე განსაკუთრებულად ეფექტურია. ბედნიერი ვარ, რომ მყავს უმაღლესი დონის მცველები. გუნდში რაფაელის გარდა პეპე და რამოსიც არიან, რომლებიც ბრწყინვალე დუეტს ქმნიან. დღევანდელი ყოფით ვარანი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს, მას შესანიშნავი მომავალი აქვს.“

„ხესე როდრიგესის მომზადებით კმაყოფილი ვარ. ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ გარეთ ბეილის ჩანაცვლება სწორედ კანარელმა მოახდინოს.“

„ხამეს როდრიგესის აღდგენითი პროცესი დასრულებულია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვუფრთხილდეთ კოლუმბიელის ფეხებს. მოვუწოდებდი კოლუმბიის ნაკრებს, რომ ფეხბურთელს ნორმალურ ფორმაში ჩადგომის საშუალება მისცეს. ნახევარმცველმა დატვირთვა ნელ-ნელა უნდა მიიღოს, მისი თამაში 90 წუთის მანძილზე არაფრით არ შეიძლება.“

„მარსელოს სახით ძალიან საიმედო ფეხბურთელი მყავს. ბრაზილიელ მოთამაშეს შეუძლია შეტევის გამწვავება, დაცვაში კარგად თამაში, შესანიშნავი გადაცემების გაკეთება და პოზიციური სიზუსტის გამოჩენა. ვფიქრობ, ვიეირას მარცხენა ფრთაზე მსოფლიოში არ ჰყავს კონკურენტი.“

„პეპე დასაფასებელი ფეხბურთელია, ის უკვე ვეტერანთა სიაში გადის. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა არაერთხელ დაადასტურა ერთგულება, რომელიც მადრიდული გრანდის მიმართ აქვს. „სამიანი“ ძალიან საიმედო ფეხბურთელია, მან იცის თავისი როლი.“

„ნოემბრის თვე ძალიან დაძაბული იქნება. ვიმედოვნებ, ფეხბურთელები სწორედ ახლა გამოავლენენ შესაძლებლობების მაქსიმუმს და კარგ შედეგებს გვაჩვენებენ. „პსჟ“-სთან კარგი თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ გასვლითი პაექრობა „სევილიასთან“ და „ელ კლასიკო“.“

„კოვაჩიჩს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, სწორედ ამიტომ გამოტოვა რამდენიმე მატჩი და ვარჯიში, თუმცა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ხორვატი ფეხბურთელის ადაპტაცია ბრწყინვალედ მიმდინარეობს.“

„არ ვიცი რა მოხდება ერთ და ორ წელიწადში, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, მაგრამ წელს კრიშტიანო რონალდუ მადრიდის „რეალის“ მთავარი ფიგურაა.“

„პარიზელებმა მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. კონცენტრაციის გამოჩენა აუცილებელია. ვგონებ, ლორან ბლანის გუნდი ბოლომდე დაიხარჯება და სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.“

„კრიშტიანო რონალდუ „რეალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი „პსჟ“-სთვის. შვედი ფეხბურთელი, ბლანის კოლექტივში გამორჩეული ფიგურა გახლავთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ნოემბერი 2015
  • 4314
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)