მარსელო:„საამაყოა, რომ კაპიტნის სამკლაურის მორგება შემიძლია“

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე რაფაელ ბენიტესთან ერთად მარსელო ვიეირა იმყოფებოდა...


„გუნდს შესანიშნავი კაპიტანი ჰყავს სერხიო რამოსის სახით, ჩემთვის კი დიდი პატივია ამ სამკლაურის მორგება. დასაფასებელია და სიამაყით მავსებს ის გარემოება, რომ მადრიდის „რეალის“ მეორე კაპიტანი ვარ.“

„ლორან ბლანს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს. ფრანგულ კლუბში არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ირიცხება, ამიტომ რთულ მატჩს ველოდებით, თუმცა გამარჯვების იმედი გვაქვს.“

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. 3 ქულის მოპოვება ყველაფერს ნათელს მოფენს. გუნდის თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია. იმედი მაქვს, სასტარტო თერთმეტეული ეფექტურად ითამაშებს და მხოლოდ 2-3 ფეხბურთელის კარგ ასპარეზობაზე არ იქნება დამოკიდებული.“

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ფაქტობრივად, ყველა თამაშის ჩატარება მიწევს, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.“

„გულშემატკივრები ყოველთვის მხურვალედ გვიჭერენ მხარს, თუმცა როდესაც ცუდად ვთამაშობთ, პროტესტს გამოთქვამენ, ვინაიდან „ბლანკოსი“ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს.“

„ბერნაბეუზე დი მარია ჩამოდის. დარწმუნებული ვარ, არგენტინელი ძალიან ინერვიულებს, ვინაიდან ამ სტადიონზე არაერთ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. ანხელი ჩემი მეგობარია და ყველა ფრონტზე წარმატებას ვუსურვებ.“

„ეჭვი არ მეპარება, ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკას ანხელს შესანიშნავად მიიღებს.“

„კრიშტიანო რონალდუსთვის ახალი პოზიცია არ არსებობს, ის თამაშობს ყველგან, სადაც საჭიროა და საიდანაც შეიძლება გოლის გატანა. პორტუგალიელი ნამდვილი პროფესიონალია.“

„სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველს მიწოდებენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ნოემბერი 2015
  • 4492
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)