ნავასი: „ჩვენ გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება“

ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ მატჩთან დაკავშირებით, კეილორ ნავასმა „უეფას“ ოფიციალურ საიტთან ჩაწერა ინტერვიუ.


„ჩვენ მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც ნებისმიერი დროს შეუძლიათ თამაშის გამწვავება.რა თქმა უნდა, ყველას სურვილია ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ მიზნამდე.რაც შეიძლება საუკეთესო მომზადება გვმართებს ნებისმიერი მატჩისთვის.“

„საბედნიეროდ, მიმდინარე სეზონში სათამაშო წუთები მივიღე.ვიმედოვნებ, გუნდი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებს წარმატებულ სვლას.ფეხბურთელები თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რამეთუ სეზონი მეტად გრძელი და დამღლელია.ვიცით, რომ „რეალს“ შეუძლია ტიტულების მოგება.“

„ცხადია, ჩ/ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, სადაც მსოფლიო დონის კლუბები ასპარეზობენ.როდესაც მატჩის დაწყებამდე ჰიმნს ვუსმენ, მოტივაცია მემატება.მოედანზე ყველას თანაბარი შანსი აქვს.ერთი წამითაც არ ღირს ყურადღების მოდუნება, რამეთუ შეიძლება საბედისწერო გამოდგეს.“

„ყოველი თამაშის წინ ერნაირად ვემზადები.ვცდილობ, რაც შეიძლება საუკეთესო კონდიციებში შევხვდე მეტოქეს.ბუნებრივია, ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც ვემზადება.“

„ჩვენ სამწვრთნელო შტაბის ინტრუქციებს მივყვებით.ვიცით, რომ თუ ერთად დავიცავთ თავს, მოწინააღმდეგეს ხიფათის შექმნა გაუჭირდება.ვფიქრობ, გუნდი დიდ სამუშაოს ასრულებს ამ კუთხით.“

„მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისათვის.ქომაგებისგან სითბოს ვგრძნობ, რაც ჩემ მოტივაციაზე დადებითად ისახება.ვარჯიშებზე ძალისხმევას არ ვიშურებ, რათა მწვრთნელის ნდობა გავამართლო.“

RealMadrid.Com dle 10.1

  • Nodarii
  • 1 ნოემბერი 2015
  • 2722
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)