ბენიტესი:„რამოსს თამაშს ვერ ვაიძულებ“

რაფაელ ბენიტესმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„კეილორ ნავასი არ არის დამაკმაყოფილებელ ფორმაშია. მე შემიძლია კოსტა-რიკელ ფეხბურთელს სათამაშო წუთები მივცე, მაგრამ ის ვერ იქნება პროდუქტიული, როგორც ხამეს როდრიგესი, კარიმ ბენზემა და სერხიო რამოსი. კაპიტანს თამაში სურს, მაგრამ რისკები გამორიცხული უნდა იყოს.“

„ჩვენ უნდა დავემორჩილოთ „ფიფას“ წესებს და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მოთხოვნის შემთხვევაში, ხამესი გავუშვათ სამშობლოში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მისი კონდიციები არ არის იმ დონეზე, რომ კლუბშიც და ნაკრებშიც მიიღოს დატვირთვა. როდრიგესის გამოსაჯანმრთელებლად ბევრი ვიშრომეთ და არ გვსურს, რომ კიდევ რაიმე სახის პრობლემა შეიქმნას.“

„ესპანელებმა „რეალს“ მხარი დაუჭირეს, ვინაიდან ხვდებიან, რომ ახლადმოშუშებული ტრავმის შემდეგ დიდი რისკები არსებობს. სამეფო კლუბს მთელ მსოფლიოში ჰყავს ფანები, ასევე არიან ანტიმადრიდისტებიც, რომლებიც გვაკრიტიკებენ. ვფიქრობ, საღ აზრს მოკლებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოთამაშეები, რომლებმაც მთელი თვის მანძილზე პაუზა აიღეს, კლუბში უნდა დარჩნენ.“

„მოთამაშეებთან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს, ასევე ვუსმენ ექიმებს და მხოლოდ მათი რჩევების შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, თამაში გინდოდეს, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. 100%-ით მზად უნდა იყო.“

„გარეთ ბეილის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა უელსელის დაბრუნება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ვფიქრობ, მას შეუძლია შედარებით ადრე დაბრუნდეს, ვიდრე მედიკოსებმა ივარაუდეს, ყველაფერი ფეხბურთელის ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული.“

„მარსელოს შემცვლელთან დაკავშირებით პრესას ყოველდღიურად აჭრელებულს ვხედავ. მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ბრაზილიელის შემცვლელები არსებობენ. როდესაც კოენტრაუს წასვლაზე თანხმობა განვაცხადე, ვითვალისწინებდი, რომ მარსელოს შემცვლელები ნაჩო, დანილო ან არბელოა იქნებოდნენ. სამივე ფეხბურთელს შეუძლია მარცხენა ფლანგზე ეფექტური გამოსვლა.“

„ჩვენი მომავალი მეტოქე პაუზის შემდეგ ლა ლიგას დაუბრუნდა. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ მადრიდის „რეალი“ სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშობს და უდავო ფავორიტია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მეტოქეს საკუთარი თამაში შევთავაზოთ და მორიგი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“

„ვიმედოვნებ, ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, გუნდში ფეხბურთელები ტრავმის გარეშე დაბრუნებიან.“

„ხამეს როდრიგესი ამ დღეების მანძილზე სრულყოფილ დატვირთვას იღებდა. მიზანს მივაღწიეთ და კოლუმბიელი მწყობრში ჩავაყენეთ, თუმცა „ლას პალმასთან“ გარისკვა არ ღირს.“

„ლონდონის „ჩელსი“ თუ „ლივერპული“? ახლა ორიენტირებული მხოლოდ „რეალის“ გამარჯვებაზე ვარ.“

„ანდალუსიური „სევილიას“, „ატლეტიკოს“, „ვილიარეალისა“ და სხვა გუნდების სახით დიდი კონკურენტები გვყავს. თითოეულ კოლექტივს შეუძლია ძალიან მაღალი დონის ჩვენება.“

„პარიზსა და ვიგოში ფეხბურთელებმა დიდი დატვირთვა მიიღეს. ორივე მატჩში დიდ ინტენსივობას ჰქონდა ადგილი, აქედან გამომდინარე „სელტას“ დამარცხების შემდეგ, ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მივეცი, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

„ჩემი აზრით, მომდევნო კვირაში გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით, ვინაიდან ტრავმამოშუშებული ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში მოგვევლინებიან.“

„კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარიმმა „ლას პალმასის“ წინააღმდეგ არ უნდა გარისკოს, აქედან გამომდინარე ალბათ არ ითამაშებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 ოქტომბერი 2015
  • 5421
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)