კაპაროსმა "რეალი" შეაქო

ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელი, ხუაკინ კაპაროსი, თვლის რომ მადრიდის "რეალი" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია ევროპაში.სევილიელი დამრიგებლის თქმით, მადრიდელები დღითიდღე პროგრესირებენ.


"ჩემი აზრით, სამეფო გუნდი "ჩელსისთან" და "ბარსასთან" ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.არ შეიძლება არ აღინიშნოს გუნდის პროგრესი.ისინი დღითიდღე აუმჯობესებენ თამაშს.მადრიდელები გამოირჩევიან ხარისხიანობით და კარგი ფიზიკური კონდიციებით.ვგონებ, ფლორენტინოს დიდი წარმატებაა, რომ სეზონის სტარტზე პელეგრინი არ გაუშვა გუნდიდან.მადრიდელები ერთიანი ძალებით მწვერვალის დასაპყრობად ემზადებიან" - დასძინა კაპაროსმა.

ხოაკინმა აღნიშნა, რომ "რეალის" წინააღმდეგ მოწესრიგებულად უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა: "ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რამეთუ მეტოქე გუნდში ბრწყინვალე მოთამაშეები ირიცხებიან.განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში.ვგონებ, შეგვწევს ძალა სრულფასოვანი მეტოქეობა გავუწიოთ დედაქალაქელებს." ბასკთა დამრიგებელს უკომენტაროდ არ დაუტოვებია კრიშტიანუ რონალდუ: "ჩემი მხრიდან ზედმეტი იქნება ამ ფეხბურთელის შეფასება.ის საკუთარი თამაშით ამტკიცებს ყველაფერს."

კაპაროსი გახარებულია იმ ფაქტით, რომ პიპიტა ვერ შეძლებს "სან მამესზე" თამაშს: "იგუაინი შესანიშნავი ფეხბურთელია.მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გოლის გატანა.ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ბრწყინვალე თამაშის კულმინაცია შედგება."

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)