ხაბი ალონსო:"იმედია ვითამაშებ სან მამესზე"

ხაბი ალონსო პრაქტიკულად სრულად გამოჯანმრთელდა, ესპანელმა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა...


"დღეს სრულფასოვნად დავიხარჯე, მაგრამ 100%_ით გამოჯანმრთელებული მაინც არა ვარ. შაბათამდე კიდევ მაქვს დრო, რათა ტრავმა ბოლომდე მოვიშუშო. იმედი მაქვს შევძლებ სან მამესზე თამაშს."

"რამდენჯერმე მითამაშია ბასკურ დერბიში, მაშინ როდესაც "რეალ სოსიედადის" ღირსებას ვიცავდი, ჩემთვის კარგად ნაცნობია სან მამესის დიდებული ატმოსფერო. ვიმედოვნებ, რომ დამდეგ შეხვდრაში მადრიდის "რეალის" მაისურითაც შედგება ბასკურ–მადრიდულ დერბიში ჩემი დებიუტი. ბილბაოს "ატლეტიკს" შესანიშნავი გულშემატკივარი ყავს, მათ კარგად ეხერხებათ მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წნეხში შეყვანა."

"ჩვენი გუნდი პროგრესირებს, გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ მთავარი მონდომებაა. 100%_იანი შანსი გვაქვს 2010 წლის პრიმერა დივიზიონის თასი ჩვენ მოვიგოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ–ამისათვის ბევრი შრომა და მოედანზე თავდადებაა საჭირო."

"მალიორკასთან" შეხვედრაში ჩემს ჩვეულ პოზიციაზე არ მითამაშია. ფლანგების და ამპლუების შეცვლა ადაპტირებაში მიწყობს ხელს. პელეგრინი ყოველთვის იზიარებს ჩვენს აზრს, თუ სად უფრო გვეხერხება თამაში. მე და გაგო ხშირად ვცლიდით პოზიციებს და ეს შეთამაშებაში დაგვეხმარა, გასული მატჩით დიდი სიამოვნება მივიღე."

"ფოკუსირება მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ და "ბარსელონას" თავი დავანებოთ... ჩვენი გუნდი დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად პროგრესირებს და ეს ძალიან კარგია. "ბლაუგნარა" დიდებული გუნდი და უძლიერესი ოპონენტია, მაგრამ შეგვიძლია მათი დაჯაბნა... ოღონდ უნდა მოვეშვათ მათ კრიტიკას და საკუთარ თავზე ვიფიქროთ. კატალონიელები გამოვარდნენ კოპა დელ რეიდან, მაგრამ ჩვენ ამით არაფერი შეგვმატებია..."

"გაკვირვებული ვარ "ლივერპულის" უსახური მოქმედებებით ყველა ტურნირზე, მათი წარუმატებლობა ძალიან მწყინს... "მერსესაიდელებს" წარმატებას ვუსურვებ."


ინფრომაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 14 იანვარი 2010
  • 2443
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)