ბენზემა სრულ მზადყოფნაშია

როგორც მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინი ტრავმირებულია და ამიტომ მომავალ შეხვედრაში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ, თავდასხმის ხაზში პიპიტას ნაცვლად კარიმ ბენზემა ითამაშებს.


როგორც იქნა ფრანგი ვუნდერკინდის დროც მოვიდა... კარიმისთვის ეს ამბავი ორსახოვანია, ერთის მხრივ სასიხარულოა ის ფატი, რომ ბენზემა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, მეორეს მხრივ კი პიპიტას ტრავმაა ძალიან საწყენი. ახალგაზრდა არგენტინელი საკუთარი ფორმის პიკს მიუახლოვდა, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია საშუალო სიმძიმის ტრავმა მიიღო, რის გამოც 2 კვირის განმავლობაში სპორტდარბაზში ვარჯიშით დაკმაყოფილდება...

"დრო მოვიდა თავი გამოვიჩინო და ყველას დავანახო, თუ რისი გაკეთება შემიძლია. გონსალოს ტრავმა დიდი დარტყმაა გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, მაგრამ მე შემიძლია პიპიტა ღირსეულად შევცვალო."–განაცხადა კარიმმ "Marca"-სთან საუბრისას.

"ყველას უნდა დავანახო, რომ მადრიდის "რეალის" მაისურის ღირსეული მატარებელი ვარ."

"ამ სეზონში თავის გამოჩენის რამდენიმე კარგი შანსი მომცა პელეგრინიმ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენე... გარწმუნებთ, რომ ახლა წარსული შეცდომების დაშვებას აღარ ვაპირებ, ამჟამად ყველაფერი სხვანაირად იქნება, გაცილებით მეტს მოვინდომებ და ვეცდები გულშემატკივარს იმედები გავუმართლო."

მადრიდის "რეალის" წარმატებებში ახალგაზრდა იგუაინის როლი ძალიან დიდია, მაგრამ ბენზემას ძალა ყველას კარგად მოეხსენება. ამ ფრანგს მართლაც დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია "ბლანკოსისთვის".


ინფორმაციის წყარო: Marca.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 14 იანვარი 2010
  • 3009
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)