შანსი რაულისათვის

როგორც უკვე ცნობილია, "სან მამესზე" თამაშის წინ პელეგრინის გონსალო იგუაინი გამოაკლდა.ამ ფაქტმა ჩილელ დამრიგებელს ფიქრები მოუძალა.მანუელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება პიპიტას შემცვლელი თავდასხმით ხაზში.


ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მანუს ბენზემასა და რაულს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.ასევე არ არის გამორიცხული, რომ ქარიმისა და რაულის ტანდემიც ვიხილოთ, თუმცა ეს ნაკლებად შესაძლებელია.იმ შემთხვევაში, თუ ორივე თავდასხმელი სასტარტოში იქნება, მაშინ სათადარიგოზე პელეგრინის განკარგულებაში ბომბარდირი აღარ დარჩება.

გამოცემა "ას"-მა ვებ-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის.ქომაგებს უნდა დაეფიქსირებინათ "ელ კაპიტანოს" ხილვა სურთ "ბილბაოს" წინააღმდეგ სასტარტოში, თუ ქარიმის.საბოლოოდ გადაწყდა, რომ გულშემატკივრების 85 პროცენტს ფრანგი "მეთოფის" ხილვა სურთ ბასკებთან თამაშის დროს.

რაული უკვე კარგა ხანია არ გამოჩენილა სასტარტო შემადგენლობაში.გუნდის ცოცხალმა ლეგენდამ, მიმდინარე სეზონში 25 მატჩიდან მხოლოდ 11 ჩაატარა ძირითადში.რაც შეეხება ბენზემას, მას ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში მოუწია თამაშის პირველი წუთებიდან დაწყება ("ვალენსიის" წინააღმდეგ).

მოკლედ, მანუელ პელეგრინი ჯერ კიდევ საგონებელშია.სავარაუდოდთ, ის აქცენტს "ლიონის" ყოფილ ფეხბურთელზე გააკეთებს.

ინფორმაციის წყარო: As.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)