ვარანი:„ხვალ გამოჩნდება, რამდენად დაცვითი გუნდია სამეფო კლუბი“

რაფაელ ვარანმა წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გამართა...


„ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ „ბლანკოსი“ დაცვით ფეხბურთს თამაშობს, ხვალ კი დამტკიცდება, რა სტილში ასპარეზობს მადრიდული გიგანტი.“

„ტრავმიანობამ დაღი დაგვასვა, გუნდში აშკარა სიცარიელეა, მაგრამ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ყველანაირად ეცდებიან გამარჯვებას და 3 ქულის მოპოვებას. შესაძლოა, ეს შეხვედრა განსაკუთრებულს არაფერს წყვეტდეს, მაგრამ პრინციპური პაექრობაა.“

„ბურთის ფლობა ორივე გუნდს უყვარს. ვეცდებით პროდუქტიული ფეხბურთი ვითამაშოთ და გოლები გავიტანოთ.“

„ჩვენი ფილოსოფია გამარჯვებაა.“

„ჩვენ დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ ინდივიდუალურ თამაშს, რადგან მთავარი კოლექტიური წარმატებაა. 3 ქულის მოპოვება გვჭირდება იმისათვის, რომ პირველი ადგილი მოვიპოვოთ და ერთპიროვნული ლიდერები გავხდეთ, ამისათვის თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოლებს, ჩვენ გვსურს გამარჯვება და მაღალი ხარისხის ფეხბურთის თამაში.“

„რაც უფრო ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ, მით უფრო მეტი შანსი გვექნება. გუნდმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს მთავარი მწვრთნელის დავალებები.“

„პარიზულმა გუნდმა არნახული პროგრესი აჩვენა, თითოეული ფეხბურთელი ძალიან გამოცდილია და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ უჭირს. ლორან ბლანს გუნდში არაერთი ტოპ ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ხვალ მაღალი ხარისხის ფეხბურთს შემოგვთავაზებენ და საშინაო არენაზე 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2015
  • 3061
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)