ბენიტესი:„ბეილი იმიტომ შევცვალე, რომ დასვენება სჭირდებოდა“

რაფაელ ბენიტესმა „ლევანტეს“ დამარცხების შემდეგ პრეს-კონფენრეცია გამართა...


„მადრიდულმა პუბლიკამ წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ლეგენდარული ზოკოს ხსოვნა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა კლუბის ისტორიაში, მე მას ვიცნობდი და ვიცი, თუ რას წარმოადგენდა.“

„გუნდი ბოლომდე იბრძოდა. 2-0 ვიგებდით, მაგრამ მატჩს ეტყობოდა, რომ სიტუაცია შეიძლებოდა შეცვლილიყო, თუმცა მესამე ბურთის შემდეგ ყველაფერს წერტილი დაესვა და ფებხურთელებიც მოეშვნენ.“

„ბეილს არანაირი პრობლემა არ ჰქონია, უელსელი იმიტომ შევცვალე, რომ დასვენება ესაჭიროებოდა.“

„ხესე როდრიგესის თამაში ძალიან მომეწონა, ის სწორ გზას ადგას და თავდაუზოგავად შრომოს. როდრიგესმა გოლის გატანაც შეძლო და საკმაოდ პროდუქტიულად იასპარეზა.“

„ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რა შემადგენლობა გავა „პსჟ“-სთან სათამაშოდ. სამედიცინო შტაბთან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს, თუმცა არ ვიცი დაბრუნდებიან თუ არა ტრავმირებულები.“

„მატჩში არაერთი დადებითი ასპექტი დავინახე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხესე ძალიან კარგი იყო, ასევე შედგა მარკოს ლორენტეს დებიუტი და გავიმარჯვეთ 3-0, თანაც იმ ფონზე,რომ ნახევარი გუნდი ლაზარეთშია.“

„ტონი კროოსმა განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა, თუმცა დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი და საგოლე გადაცემაც გააკეთა. გერმანელი ფეხბურთელი მაღალი ხარისხის ფეხბურთით გამოირჩევა, ის ფიზიკურად კარგად არის მზად.“

„არ ვიცი ითამაშებს, თუ არა ბენზემა. კარიმს დღეს დილას ვესაუბრე, ყველაფერი მის კონდიციაზე იქნება დამოკიდებული.“

„კაზემირო შესანიშნავი ფეხბურთელია, ის ინარჩუნებს ბალანსს, რაც უმნიშვნელოვანესი ასპექტი გახლავთ.“

„დეტალებზე სამუშაო გვაქვს, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში, მაგრამ აუცილებელია ტრავმირებული მოთამაშეების დროული დაბრუნება, სხვაგვარად მაქსიმუმის ჩვენება ურთულესია.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 ოქტომბერი 2015
  • 4661
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)