ანჯელო პერუცი: კასილასი მაოცებს

ცნობილმა იტალიელმა მეკარემ, ანჯელო პერუციმ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღფრთოვანებული და გაოცებულია სამეფო კლუბის მეკარის, იკერ კასილასის თამაშით...


,,ეს უბრალოდ ფანტასტიკურია. ესპანელი მეკარე საოცრებებს ახდენს, როდესაც კარში იკერი დგას, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი 95 % - ით არის დაცული".

,,კასილასმა მიიღო მსოფლიოს საუკეთესო მეკარის წოდება და ვთვლი, რომ ეს სამართლიანია. მე მის თამაშს დიდი ხანია ვადევნებ თვალს და მართლაც გაოცებული ვარ, იკერს გააჩნია რეაქციის შესანიშნავი უნარი, მის კარში გოლის გატანა მართლაც ძალიან რთულია".

,,როდესაც მე გამოცდილი მეკარე ვიყავი, კასილასი სწორედ მაშინ ყალიბდებოდა, არ დამავიწყდება 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სადაც ესპანელმა გოლკიპერმა საოცრებები გააკეთა, მაშინ მივხვდი, რომ რეალის კარს მომავალში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაიცავდა".

,,იკერს პირადად არ ვიცნობ მაგრამ დიდ წარმატებებს ვუსურვებ, ყველა ახალგაზრდა და პერსპექტიულმა მეკარემ, სწორედ მისგან უნდა აიღოს მაგალითი, სწორედ მისგან უნდა ისწავლოს ძალიან ბევრი რამ. მისი სტილი იდეალურია".

,,დარწმუნებული ვარ, კასილასი მომავალ წელსაც აიღებს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერის ტიტულს, იკერი შესანიშნავ ფორმაშია და კასილასისეული ჰეგემონია კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება" - განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ. dle 10.1

  • Hala
  • 13 იანვარი 2010
  • 2591
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)