მომავალი მეტოქე–"ბილბაოს ატლეტიკი"

მადრიდის "რეალი" ბილბაოში, "სან მამესის" მოედანზე ითამაშებს. ეს მოედანი ერთ–ერთი ყველაზე დიადი და ლამაზია ესპანეთში, ამ სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო მშვენიერი სანახავია. "ატლეტიკის" მონაგარი 27 ქულას შეადგენს, ბასკური კლუბი ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის. ხუაკინ კაპაროსის შეგირდებმა ლა ლიგა დიდებულად დაიწყეს, ევროპის ლიგაზეც შესანიშნავად გამოიყურებიან და საკუთარი გუნდის ახალ ისტორიას ქმნიან. ყველამ კარგად იცის, თუ რა ძალაა "ბილბაო" საკუთარ არენაზე, მათ "ბარსელონასაც" კი აართვეს ქულები და სხვა მრავალი მრისხანე მეტოქეც პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს...


ბასკების მთავარი დამრტყმელი ძალა დაცვა და თავდასხმაა... მათ შეტევაში ისეთი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, როგორიც ლორენტეა. ეს მოთამაშე საკუთარ ფიზიკურ გაბარიტებს შესანიშნავად იყენებს და თაური დარტყმით უამრავი გოლი გააქვს, მისთვის ორთაბრძოლის მოგება ფაქტიურად შეუძლებელია. კაპაროსის საყვარელი ტაქტიკური სქემა 4–4–2_ია, მაგრამ ხშირად ამ სქემითაც 4–2–3–1 ცვლის. შეტევის ხაზში კარგ ფორმაში მყოფი ტაკერო და ზემოთხსნებული ლორენტე იმყოფებიან, ნახევარდაცვას კი მათი კაპიტანი იესტე და შესანიშნავი ახალგაზრდა ხავი მარტინესი გაამაგრებენ.

კარში საკმაოდ კარგი კიპერი უდგათ–გორკა ირაისოსი. ამ მეკარეს კარგი შანსი აქვს გახდეს ესპანეთში ერთ–ერთი უძლიერესი და ეროვნულ ნაკრებში იკერ კასილასს დუბლიორობა გაუწიოს.

"ატლეტიკს" პრობლემები დაცვის ხაზში აქვთ. მათი წამყვანი ფეხბურთელი ამორებიეტაა, ხოლო ყველაზე გამოცდილი აიტორ ოსიო დამტვრეულია, წლევანდელ სეზონში მან მხოლოდ 3 მატჩის გამართვა მოასწრო. ახალგაზრდა მიკაელ ხოსეს კარგი სანსი აქვს ცენტრალურ მცველად ითამაშოს. ფლანგზე კი ბასკების წამყვანი ფეხბურთელი ირაოლა მოქმედებს. ეს ფეხბურთელი უნივერსალია, მას დაცვაშიც შეუძლია თამაში და შეტევაშიც...

ხავი მარტინესი ნახევარდაცვას განაგებს, ფლანგებზე ირაოლა და კოიკილი იქნებიან... "ატლეტიკის" მთავარი იმედები ტაკეროსა და ლორენტეზე გადის, მაგრამ მათ ჰყავთ ძალიან ტექნიკური და ძალიან ახალგაზრდა სუსაეტა, რომელმაც "ბარსელონას" მცველები გააწამა ბასკეთში თამაშის დროს. ეს გუნდი საკუთარ მოედანზე ნამდვილი მებრძოლი სულია, მათი დამარცხება კი ფაქტიურად შეუძლებელი. მოკლედ, დიდი მატჩი გველის...


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 13 იანვარი 2010
  • 2418
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (63)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)