ზიდანი რონალდოთი კმაყოფილია

კრიშტიანო რონალდო გასულ ზაფხულს "მანჩესტერიდან" გადმობარგდა მადრიდში და ამ მოკლე ხანში უკვე სამეფო კლუბის წამყვანი მოთამაშე გახდა. მისნაირი მაღალი დონის ფეხბურთელისგან ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ზიდანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რონალდო "ბლანკოსის" მომავალია...


"რონალდოს თამაშის სტილი ძალიან მხიბლავს, იშვიათია მისნაირი ტექნიკა და ლამაზი მოძრაობები, დიდებული დრიბლინგი და უდიდესი სისწრაფე. ასეთი გაბარიტების მქონე ფეხბურთელისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო პრიმერასთან შეგუება და როგორც მოსალოდნელი იყო ეს არც გასჭირვებია... პირიქით, ისე კარგად შეეწყო, რომ გეგონებათ მთელი ცხოვრება ლა ლიგაში აქვს გატარებული"–განაცხადა ზიდანმა "Iznews"-თან ინტერვიუში.

"ჩემი აზრით ის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. ის იმდენად ძლიერი და შემართებულია, რომ მთლიან გუნდს დიდი ბრძოლისთვის განაწყობს. სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა "რეალის" ასეთი წინსვლა. რონი საკუთარ ასაკის მიუხედავად განაგრძობს სიმაღლეების დაპყრობას. 24 წლის ფეხბურთელია და მსოფლიო ჩემპიონატის გარდა ყველაფერი მოგებული აქვს, მისი კარიერა ჯერ ახლა ვითარდება და ალბათ პიკსაც მადრიდულ გრანდში მიაღწევს."

ფრანგმაა ლეგენდამ კატალონიელი ანდრეს ინიესტაც შეაქო და მის ლამაზ სტილსაც გაუსვა ხაზი. ზიზუს განცხადებით, სწორედ ესპანეთია დამდეგი მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტი.

"მე ნამდვილად მხიბლავს ანდრეს ინიესტას თამაშის სტილი. ის "ბარსელონაში" პირველია, მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგნარაში" მესი თამაშობს, ინიესტა "ბარსელონას" გულია. მისთვის ბურთის ართმევა ძალიან რთულია, ინიესტას აქვს გამოზომილი და ლამაზი პასებიც, ეს კი მას დიდებულ ფეხბურთელად აქცევს. ჩემი აზრით ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტი."


ინფორმაციის წყარო: Goal.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 13 იანვარი 2010
  • 2539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)