პიპიტა, პიპიტა და კიდევ პიპიტა...

გონსალო იგუაინი, იგივე პიპიტა მადრიდში 2007 წლის ზამთარში გამოჩნდა, იმ დროს როდესაც სამეფო კლუბში დიდი კრიზისი მძვინვარებდა... როგორც ბევრს ჰგონია იგუაინი არც კაპელოს აღმოჩენილია, არც ხუანდე რამოსის და არც პელეგრინის... არც მეტი და არც ნაკლები, პიპიტა პირველად დიეგო არმანდო მარადონამ შეაქო, იხილა მისი თამაში და განაცხადა:"მე თუ არგენტინის მწვრთნელი გავხდი, ეს ბიჭი ჩემი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნებაო..."–სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს დიდმა კლუბებმა ახალგაზრდა ვუნდერკინდზე ნადირობა. გონსალო იმ დროს შეუერთდა მადრიდს, როდესაც (კაკა და კრიშტიანო) ოქროს ბურთებს ინაწილებდნენ, ბენზემას პოპულარობის და ვარსკვლავობის ხანა იწყებოდა... ამ დროს კი არგენტინელი უკვე სამეფო კლუბში თამაშობდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდებას ცდილობდა...


პიპიტა, პიპიტა და კიდევ პიპიტა...

121 თამაში და 58 გოლი, ამით ყველაფერია ნათქვამი, პიპიტა მხოლოდ 22 წლის ყმაწვილია და უკვე მადრიდის "რეალის" შემადგენლობის უცვლელი წევრი. გონსალო იგუაინმა პირველად "ბლანკოსის" მაისური 2007 წლის იანვარში მოირგო. მისი დებიუტი სამეფო კლუბის რიგებში "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ შედგა–სანტიაგო ბერნაბეუზე, იმ მატჩის შემდეგ პიპიტამ ასეთი კომენტარი გააკეთა:"ასეთი დიადი მოედანი არასოდეს არ მინახავს, ასეთი გულშემატკივარი, აქ ყველაფერი დიდებულია..." იმ შეხვედრაში ახალგაზრდა არგენტინელმა საგოლე გადაცემა გააკეთა და მთელი მადრიდული პუბლიკა აალაპარაკა... გავიდა რამოდენიმე თვე, იგუაინი კი ნელ–ნელა ფეხს იკიდებდა სამეფო კლუბში, მაგრამ მისთვისაც დაიწყო უიღბლობები, მიიღო ტრავმა, მოედანს ცუდ ფორმაში დაუბრუნდა და საერთოდ დაკარგა ადგილი განაცხადშიც კი... მაგრამ პიპიტა რის პიპიტაა, თუ რაიმეთი არ გაგვაკვირვა, მან ერთი შანსი სთხოვა იმდროინდელი "რეალის" მთავარ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს და გამოცდილმა სპეციალისტმაც მისცა შანსი. გამოვიდა მოედანზე გონსალო და დაიწყო სასწაულების მოხდენა, გოლს გოლზე იტანდა, მოჰქონდა გამარჯვებები და სანჩისების გულს ნელ–ნელა ეუფლებოდა. ასეთი პროგრესის შემდეგ მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც განაცხადა:"მე ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი."

ასე დაიწყო პიპიტას აღმავლობის ხანა... მისი ადვოკატი, საკუთარი მამა სასიამოვნო გაკვირვებას ვერ მალავდა:"არ მეგონა ასეთი კარგი ფეხბურთელი თუ გაიზრდებოდა. ბავშვობაში ყველასგან გამოირჩეოდა, მაგრამ არავის ეგონა პატარა პიპიტა, თუ მადრიდის "რეალის" წამყვანი მოთამაშე გახდებოდა."

პირველი 6 თვე ნამდვილი თრილერი იყო მის ცხოვრებაში, მას შემდეგ კი ბედნიერი ხანა იწყება:"როდესაც კამპ ნოუზე ვითამაშეთ, მაშინ ვიგრძენი თუ რას ნიშნავს ნამდვილი ფეხბურთის თამაში, "ელ კლასიკო"–მართლაც მსოფლიოში საუკეთესო დაპირისპირებაა. იმ დროს "ბარსელონა" 4 ქულას გვიგებდა, დაწევა ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მაგრამ კატალონიელების დაკარგული ქულები "სარაგოსასთან" და "ეპანიოლთან", ამან ყველას ახალი შანსი მოგვცამ რომელიც მშვენივრად გამოვიყენეთ... არასდროს დამავიწყდება კარლოსის დიდებული გოლის "უელვას" კარში და ლა ლიგის პირველი ლიდერობა, ეს ბრწყინვალე გრძნობა გახლდათ..."
პიპიტა, პიპიტა და კიდევ პიპიტა...

დებატები, თუ სად უნდა ეთამაშა პიპიტას:"ჩემი საუკეთესო მხარე ფორვარდის ფუნქციების შესრულებაა. ბევრი აცხადებდა, რომ მე საუკეთესოდ ვითამაშებდი ნახევარდაცვაში, მაგრამ კაპელომ გადაჭრით თქვა, რომ მე თავდამსხმელად დამაყენებდა. ძალიან ბევრს ვშრომობდი, არასდროს შევჩერებულვარ და ამან შედეგიც გამოიღო, ახლა მადრიდის "რეალის" ძირითადი შემადგენლობის წევრი ვარ. მადრიდული კარიერის დასაწყისში ჩემი კონკურენტები ნისტელროი და რაული იყვნენ, მათთან ბრძოლას ბევრის აზრით არ ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და უამრავი გუნდის შემოთავაზების მიუხედავად ჩემს საყვარელ კლუბში დავრჩი..."

პიპიტა ბეწვის ხიდზე დადიოდა, მაგრამ ხიდს გოლებით ამაგრებდა და წინ დაუბრკოლებლად მიიწევდა. მისი თამაშით გაკვირვებულმა ნისტელროიმ ასეთი განცხადება გააკეთა:"ასეთი ნიჭიერება, ასეთი მომავალი ძალიან იშვიათია..." იგუაინი ყველას უყვარდებოდა, ყველა დიდ პატივს ცემდა, როგორც ახალგაზრდა ვუნდერკინდს. ასეთი პროგრესის და კარგი თამაშის მიუხედავად პიპიტა არგენტინის ნაკრებში მოხვედრას ვერა და ვერ ახერხებდა... ამ საკითხზე იგუაინი ხშირად ხუმრობდა:"ძალიან მინდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაგრამ ამისთვის ვირივით მუშაობაა საჭირო..." თუმცა ირონიის რა მოგახსენოთ, გულში მაინც დიდ გულისტკივილს გრძნობდა, რადგან ვერა და ვერ ხვდებოდა არგენტინის ეროვნულ გუნდში:"ეს ჩემი ოცნებაა, ძალიან მინდა გამომიძახონ ნაკრებში... მართალია ახალგაზრდა ვარ და ეს შეიძლება თავხედური ამბიციაა, მაგრამ ამას ვერ დავმალავ."
პიპიტა, პიპიტა და კიდევ პიპიტა...

დღეს იგუაინი მადრიდის "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში კაკა, რონალდო და ბენზემა არიან... პიპიტა საკუთარ სიდიადეს ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს, მან ბოლო მატჩშიც ულამაზესი გოლი გაუტანა "მალიორკას", მაგრამ საუბედუროდ ტრავმაც მიიღო... ყველა სანჩისის მოლოდინი 'ბარსელონას" არასახარბიელო ფორმას ემიჯნებოდა, კატალონიელები "ტენერიფეში" ჩადიოდნენ და რთული შეხვედრა ელოდათ წინ, მაგრამ "ბლაუგნარამ" მეტოქე არ გაახარა და ლიდერობა შეინარჩუნა.

კრიშტიანო:"მადრიდში გადმოსვლისთანავე პირველი ჩემი სურვილი იყო, გავსაუბრებოდი რაულს და მენახა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ყველა ვუნდერკინდს და ახალ ელ კაპიტანოს უწოდებდა. ჩამოვედი და მე მას შევხვდი, პიპიტა არამარტო დიდი ფეხბურთელია, ის შესანიშნავი პიროვნებაცაა. დღეს ის ჩვენი გუნდის ლიდერია. საუბედუროდ ლა ლიგის ბოლო ტურში გონსალო დაშავდა, მაგრამ იმედია მალე გამოჯანმრთელდება. მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, იგუაინის საგოლე ალღო ძალიან დაგვაკლდება..."


ინფორმაციის წყარო: As.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 13 იანვარი 2010
  • 4512
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)